ანგელა მერკელი სუპერმარკეტში გაძარცვესგერმანული მედიის ცნობით, 25 თებერვალს, ბერლინში, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი გაძარცვეს.
მედიის ცნობით, მერკელს, რომელიც სუპერმარკეტში იმყოფებოდა, საფულე მოჰპარეს, რომელშიც მისი პირადობის და მართვის მოწმობები, თანხა და ბარათები იყო.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, პოლიცია ადასტურებს „67 წლის ქალის“ გაძარცვას, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს. გამოცემა Bild-ის ცნობით, საფულე იყო ჩანთაში, რომელიც სუპერმარკეტის კალათაზე იყო ჩამოკიდებული.
მერკელის ოფისი აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ მერკელი ცნობილია იმით, რომ მაშინაც კი, როცა კანცლერი იყო, ყოველთვის თავად დადიოდა საყიდლებზე.
წყარო:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/392562...IHl1Gf_-g2xw8noჩვენები იქნებოდა ბაზარი არაა
ჯერ სად ხარ ანჟელა, აი ისევ ჩვენი მოსავლელი რომ იქნები და ზეზეულად ჩაიჯვამ, მერე გეტყვით ყურში ჩუმად "მევიდა ჩვენი დრო".
პ.ს. ეს ყველაფერი ხუმრობით ახლა, სერიოზულად არავინ მიიღოს, ანჟელას გული არ გაუხეთქონ.