tozi777
არა ბრაკონიერობას!!! კი არა დედისტყვნა მაგათ!

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9153
წევრი No.: 57965
რეგისტრ.: 9-April 08
|
#59602381 · 10 Sep 2022, 13:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
""ტურისტებმა ამირანს ჯერ რუსულად საუბარი მოსთხოვეს, შემდეგ კი - უკრაინული სიმღერის გათიშვა... ამიტომ გაბრაზდა და გომბორზე ჩამოსვა ისინი" - რას ჰყვება ადვოკატი გამართლებული ტაქსისტის საქმეზე?"
QUOTE | საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ბრალად ორი პირის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებოდა. გადაწყვეტილება 12-მა მსაჯულმა ერთხმად მიიღო.
ამირან ბოკუჩავას რუსმა ტურისტმა უჩივლა. საქმის დეტალებზე AMBEBI.GE-ს ბოკუჩავას ადვოკატი ესაუბრა:
ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი:
- 2022 წლის 11 აპრილს მოსკოვიდან ჩამოფრინდა რუსი ტურისტი, რომელიც ამ საქმეში ერთ-ერთი დაზარალებულია. ის უნდა შეხვედროდა თავის მეგობარს, ლატვიელს. მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ორივე რუსულ ენაზე საუბრობდნენ, დაკითხვის დროსაც ორივემ რუსულენოვანი თარჯიმანი მოითხოვა. როგორც ბრალდებული განმარტავს, როდესაც ჩასხდნენ ისინი ავტომობილში, მას უთხრეს, რომ უნდა ესაუბრა რუსულად და არა ინგლისურად. ტაქსის მძღოლმა მათ უთხრა, რომ ისაუბრებდა ინგლისურად, რის შემდგომ მძღოლმა ჩართო უკრაინული სიმღერა, რაზეც მათ უთხრეს, რომ ან საერთოდ გამოერთო უკრაინული სიმღერა, ან ისე დაეწია, რომ მათ არ გაეგოთ. სწორედ ეს გახდა ამირან ბოკუჩავას გაბრაზების მიზეზი და გადაწყვიტა ნაცვლად იმისა, რომ სასტუმროს მიმართულებით წაეყვანა ისინი, წაიყვანა გომბორის მიმართულებით.
გომბორზე უთხრა, რომ გადასულიყვნენ ორივე მანქანიდან და იქიდან წასულიყვნენ ფეხით. ამ ფაქტის შემდეგ ამ ადამიანებმა იჩივლეს, რაც მერე გაშუქდა კიდეც მედიასაშუალებებით ისე, რომ თითქოს ტურისტებს აღუკვეთეს თავისუფლება. ეს რომ მოისმინა ამირან ბოკუჩავამ, ის საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში, რათა სიტუაცია აეხსნა. განმარტა, რომ ეს ასე არ ყოფილა. ამ დროს ის პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენეს. ამ საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გაამართლა ბრალდებული ამირან ბოკუჩავა, რომელსაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. გამამართლებელი განაჩენის მიზეზი გახდა ის, რომ დაზარალებულები იძლეოდნენ არალოგიკურ ჩვენებას.
ყველაზე მთავარი რაც იყო, ბრალდების მხარის არგუმენტი იყო, რომ რუსულად მოაზროვნე ორი ადამიანისთვის ამ პირობებში უკრაინის სიმღერის ჩართვა წარმოადგენდა ეთნიკური ეროვნული ნიშნით პიროვნების დისკრიმინაციას. რაც არ იქნა გაზიარებული ნაფიცი მსაჯულების მიერ. დაზარალებულები ამბობდნენ, რომ მათ ეშინოდათ ბრალდებულის და მისი ადვოკატების და ამიტომ მათი დაკითხვა მოხდა საქართველოში ჩვენს გარეშე. თუმცა მათივე მეგობრის, მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ რუსი და ლატვიის მოქალაქეები დარჩნენ იგივე სასტუმროში, ყოველდღე დადიოდნენ კაფე ბარებში და მათ არანაირი შიში არ ჰქონიათ. ნაფიცი მსაჯულები ვერ დააჯერეს, რომ ისინი შეშინებულები იყვნენ. სასამართლოს წესით დაკითხეს ისინი, სანამ დასკვნას გამოიტანდნენ მსაჯულები.
- თუ არ იყო დანაშაულის ნიშნები, თავიდანვე რატომ აღძრა პროკურატურამ ეს საქმე?
- ეს იყო დაზარალებულის პოზიცია და ამიტომ პროკურატურა ვალდებულია დაიცვას დაზარალებულების ინტერესები. შესაბამისად პროკურატურამ დააკვალიფიცირა ასე, მაგრამ რაც მთავარია, საზოგადოებამ პასუხი გასცა, რომ ეს არ იყო დანაშაული.
ცოტა ხნის წინ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამ. უწყების ცნობით, დაკავებული ტაქსის მძღოლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო არ მიმდინარეობდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაქსის მძღოლმა ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერთ-ერთ სასტუმრომდე მიიყვანა და მათ აპლიკაციაში მითითებული თანხის, 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარის გადახდა მოსთხოვა.
პროკურატურის ინფორმაციითვე, მათ მგზავრებმა პოლიციაში მისვლა და გაუგებრობის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს, თუმცა, მძღოლმა ისინი მათი ნების საწინააღმდეგოდ, ჩაკეტილი კარებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. |
https://www.ambebi.ge/article/282137-turist...bari-mostxoves/სანამ ასეთი ღრუტუნების მასიურად შემოსვლა დაიწყო, მანამდე უნდა მივიღოთ ზომები.  პ.ს. ცრუ ჩვენების მიცემისთვის უნდა შეყარო ციხეში და უკრაინული ჰიმნის ფონზე ახეხინო მაგ ჩათლახებს. This post has been edited by tozi777 on 10 Sep 2022, 13:15
--------------------
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე
|