ირაკლი რუხაძე - რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვქონოდა კავშირები რუსეთთან და უნდა გვქონდეს. მით უმეტეს ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს გამოკითხული მოქალაქეების 80%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა. შეუძლებელია, რომ ურთიერთობა არ გქონდეს შენს ცხოვრებაში მთავარ ძალასთან, იქნება ეს პოზიტიური ძალა თუ ნეგატიური ძალა. შენი მეზობელია, გაქვს უამრავი კავშირი. ამიტომ ასე დავიწყება, რომ თითქოს ის არ არსებობს, არავინ შევხვდეთ, არავის ველაპარაკოთ, არ გამოდის. მეზობელი, რომელიც დღესაც კი არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ექსპორტი, რომელიც ჩვენთვის მთავარია და გვინდა, რომ ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა გავხდეთ, ყველაზე დიდი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი და რუსეთი.
ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს და მის ორბიტაში არიან, არიან დაახლოებით ერთი მესამედი ჩვენი ექსპორტის. ტურიზმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, გადმორიცხული თანხები, თუ არ ვცდები
მილიონამდე საქართველოდან წასული ცხოვრობს რუსეთში. იმათი გზავნილები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც ტურიზმი. რუსი მეტს ხარჯავს ერთ სულ ტურისტზე, ვიდრე სხვა ქვეყნიდან ჩამოსული.ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ომმა შეიძლება რაღაცები შეცვალოს, მაგრამ მის ხელშია ის, რაც ახლა ხდება სამაჩაბლოში და აფხაზეთში, ახლო მომავალში მის გარეშე ამის გადაწყვეტაც შეუძლებელია.
გაგახსენებთ, რომ სააკაშვილი პირველი რუსეთში ჩავიდა როცა პრეზიდენტი გახდა და მერეც ხშირად ჩადიოდა.
2004 წელს, როდესაც ჩვენ ოსეთში შევედით, ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს, მას შემდეგ მთელი ეს ურთიერთობა რუსეთთან ჩაიშალა. იმის შემდეგ ჩვენ რუსეთთან ფაქტობრივად ურთიერთობა არ გვაქვს. უცებ სააკაშვილი გამოაცხადებდა, რომ მეტი ტურისტი უნდა მოგვეზიდა, ხვდებოდა საზღვარზე, რა კარგია რომ ჩამოხვედითო და მთელ კომპანიებს რუსეთში ურიგებდა…“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
https://ipress.ge/new/irakli-rukhadze-gagak...shirad-chadiod/რომელ ოსეთში შევედით შეგვიძლია გვითხრას ბატონმა რუხაძემ? ვლადიკავკაზი დავიპყარით 2004 წელს და არ გცოდნია? თურმე საქართველოს გამოუწვევია რუსეთი, თორემ მათ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის არანაირი სურვილი არ ჰქონიათ.
იმედის ერთ-ერთი მფლობელი მოხდა დასასანქცირებელთა სიაში. რაზეც აენთო ნადეჟდა და 700 გადაცემა მიუძღვნეს ირაკლი რუხაძის ქებას.
ყველა სიუჟეტს ასე იწყებენ. "რადიკალები ითხოვენ ამერიკის მოქალაქე - ირაკლი რუხაძის დასანქცირებას". მათი ჭკუით ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად ნიშნავს პროდასავლურობას.
ბევრი იმედის თანამშრომელი იჩემებს პატრიოტობას. საქართველოს ევროპულ მომავალს და ა.შ. თავად შეაფასონ, რა ხელფასად უღირთ ამ აზროვნების ადამიანის ტელევიზიაში მუშაობა.