"ზოგადად დაკვირვებული ვარ: თუ ადამიანი დილით თავს უქეიფოდ გრძნობს, ხოლო საღამოობით გეგმები, ოცნებები და აქტივობა ეძალება - ძალიან ცუდ ადამიანთან გვაქვს საქმე. დილით ცუდად, საღამოს კარგად - უტყუარი საბუთია ცუდი ადამიანის ამოსაცნობად. ხოლო აი, თუ პირიქით - თუ დილაობით ადამიანი ენერგიულია და იმედებით აღსავსე, ხოლო საღამოობით გამოფითული და დაუძლურებული - ეს უკვე ჭეშმარიტად საძაგელ, უფერულ და მეწვრილმანე ტიპზე მიუთითებს. მეჯავრება მე ეს ადამიანი. თქვენი არ ვიცი და მე მეჯავრება.
რა თქმა უნდა, ისეთებიც არსებობენ, რომელთათვისაც დილა და საღამო ერთია, რომლებიც მზის ამოსვლასაც და ჩასვლასაც ერთნაირად შეჰხარიან - ერთი სიტყვით, ნამდვილი არამზადები, მათზე ლაპარაკიც არ მინდა. მაგრამ აი, ისინი, ვინც დილა-საღამოს განურჩევლად ცუდად გრძნობენ თავს - აქ უკვე აღარც კი ვიცი რა ვთქვა, ეს უკვე სულ მთლად მოთავებული გარეწარი უნდა იყოს კაცი."
თქვენ რომელი გეჯავრებათ ყველაზე მეტად?
ვენედიქტ ეროფეევის მოსკოვი პეტუშკიდანაა
,,Dance first. Think later. It's the natural order."