დავიღალე ხალხო , დღეს უკვე ისე ვიყავი არ ქონდა მნიშვნელობა უბრალოდ მინდოდა
სახლიდან გავსულიყავი და მებოდიალა, ამ უაზრო ქვეყანაში ცხოვრებით
ყველაფეირ ყელში ამომივიდა, აღარ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა
მართლა სად ვცხოვრობთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი ???
21 წლის ვარ, მეოთხე კურსზე უნივერსიტეტის , ვსწავლობ ინფორმატიკაზე
ერთ ერთ ყველაზე კარგ სპეციალობაზე , ჩემი აზრით, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ უნივერსიტეტში
დავიბადე თბილისში , ვერაზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში
საშუალო განათლება მივიღე ასევე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში
ბიჭის პირობაზე საკმაოდ კარგადაც
სკოლის დამთავრების შემდეგაც ვეძებდი სამსახურს, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე
მაგრამ რათქმაუნდა სკოლის მოსწავლისთვის ყოველთვის რთულია სამსახურის პოვნა
საკუთარ თავს ვაიმედებდი , იმით რომ იქნებ უნივერსიტეტში ჩავაბარებ, რამეს ვისწავლი და შევათავსებთქო
ჩავაბარე ამ უნივერსიტეტშიც , რათქმაუნდა სასწაული გადასახადით . 2250 ლარი წელიწადში
მინდოდა თავისუფალი უნივერსიტეტის აიტი სკოლაში ჩაბარების, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის დღე
როდესაც გაზეთი მოვიდა სადაც კოდები და ასევე გადასახადის თანხა ეწერა, ზუსტად მაშინ დავხურე წიგნი შემდეგ
გაზეთში ჩავდე და გაზეთიც მასთან ერთად დავხურე ( ალბათ აქ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს პატარა , მაგრამ დიდ ცხოვრებაში )
შესაბამისად ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე
მამის გარეშე გავიზარდე, არასდროს დამავიწყდება დედაჩემის ამაგი ჩემზე , რომელიც მიუხედავად იმისა
რა სიტუაციაც იყო , მაინც მაქსიმალურად ვიტყვი რომ ყოველთვის ყველაფერი მქონდა და შესაბამისად მოვახერხე
უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდაც, პირველი წელიწადი სესხით გადავიხადეთ
5 ადამიანი ვცხოვრობდით სახლში , დედა, ბიძა, ბებია ბაბუა და მე .
მაგრამ ცხოვრებამ ესეც არ მაკმარა, იმ პერიოდში ალბათ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა კაცი გვერდში
ჯერ ბიძაჩემი დაიჭირეს, შემდეგ მიყვა ბაბუაჩემი ...
ამ პერიოდში დედაჩემი მუშაობდა ტოტალიზატორში , რომლშიც ხელფასი დაახლოებით 300 ლარამდე იყო
შემდეგნაირად გვიწევდა 2 პატიმრის შენახვა ციხეში , პენსიონერი ბებიის , ჩემი ყოველდღიური უნივერსიტეტის ხარჯი
და ასევე სწავლის გადასახადი , ასევე რათქმაუნდა საკვების ყიდვა იმისთვის რო გვეარსება.
ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მივაშურე სამსახურის საძებნელად, იმიტომ რომ ვხვდებოდი დრო იყო საკუთარ თავზე ამეღო ბევრი რამე
მაგრამ იმის მაგივრად რომ სამსახური დამეწყო , დედაჩემის ტოტალიზატორი სადაც მუშაობდა ისიც დაიხურა და დაახლოებით
ნახევარი წელიწადი სრულიად უხელფასოდ გავატარეთ . ვეძებდე ყველა ვაკანსიას სადაც რაიმეს შოვნა შეიძლებოდა
მაგრამ უბრალო ტვირთის გადამზიდავადაც არავინ მიმიღო
შემდეგ გამგეობაში შევიტანეთ განცხადება სოციალურად დაუცველის თაობაზე
მივიღეთ სოციალურად დაუცველის სტატუსი , ამ პერიოდში გამოჩნდა ეს მანდატურის სამსახურიც
შეიტანა საბუთები და დაიწყო მუშაობა, გამგეობამ ეს პერიოდი საკმაოდ კარგად გადაგვატანინა
სწავლის საფასურის ნაწილი დამიფარა , ასევე უნივერსიტეტმაც ძალიან შემიწყო ხელი რომ სწავლა გამეგრძელებინა
მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ოჯახში ერთმა პირმა მუშაობა დაიწყო და მალევე კომპიუტერი მიყიდეს
ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე საჭიროება იყო
სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს
ამ პერიოდში სამსახურის ძებნა კვლავ უშედეგოდ მიდის
ვაგროვებ სერტიფიკატებს, რომელიც უნივერსიტეტში ტარდება, პარალელურად ვერთვები სტუდენტური თვითმმართველობაში
რომელშიც ასევე ვაკეთებ რამდენიმე პროექტს და ვსწავლობ პროექტების წერას, იმის იმედით რომ ამ გამოცდილების მიღების
შემდეგ მაინც მოვახერხებ ელემენტარული სამუშაოს დაწყებას.
მალევე გავხდი ერთ-ერთ ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარე და საკმაოდ იდდი გამოცდილება მივიღე
ამასობაში გამოჩნდა ერთი პროექტი , რომელიც უნივერსიტეტში ფინანსურ გამჭვირვალეობაზე იყო
მცირე ანაზღაურებას იძლეოდა , ჩავერთე ამ კვლევაშI , რომელიც 6 თვის განმავლობაშI გრძელდებოდა საიდანაც ასევე ძალიან
დიდი გამოცდილება დამიგროვდა , შედეგიც მშვენიერი დაიდო
მომეწონა ეს საქმე , გამოცდილებაც ბევრი მქონდა დაგროვილი და დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციების ძებნა
სადაც შემეძლო საკუთარი შესაძლებლობები გამომევლინა და აღმოვაჩინე ერთ-ერთი მათგანიც, რომელსაც ასევე გაცვლები აქვს
უცხოეთში ტრეინინგები , ერასმუს პლიუსის ფარგლებში , რომელსაც European Union აფინანსებს
ერთ-ერთ პროექტზე რომელის ესპანეთში იმართებოდა გავგზავნე აპლიკაცია და ამარჩიეს .
მოკლედ ბევრი რამის დაწერა მინდოდა ცხელ გულზე რაც ამ წამს უბრალოდ გადამდის ნელ ნელა მაგრამ ბოღმა მახრჩობს
და მოკლედ ვიტყვი , უამრავი ვალი დამიგროვდა ამ საელჩოებიდან გამომდინარე, ისევ სამსახურის ძებნაში ვარ და დაცვად
როდესაც ვაგზავნი გასაუბრებაზეც კი არ მიბარებენ, არადა მაქვს შესაძლებლობა ნებისმიერ საქმეს, ამიხსნან და გ ა ვ ა კ ე თ ე ბ ! ! ! !
თან ისე რომ პირობას ვდებ მაქსიმუმ 3 თვის ვადაში ერთ - ერთი საუკეთესო ვიქნები !!!!
როდემდე უნდა იყოს მსგავსი სიტუაცია, როდემდე უნდა ვიყოთ ესეთ სიტუაციაში .
უბრალოდ ძალიან დავიღალეთ ზოგადად სტუდენტები . როცა გჭირდებით ხო ყველა კარგად გვიყენებთ, რატომ არ გინდათ რომ ცოტა ჩვენს შეგვიწყოთ ხელი
მუდამ რაღაცის იმედი გვაქვს და მუდამ ყოველთვის უკანა პლანზე გვაყენებთ
უბრალოდ მინდოდა რომ ეს ყველაფერი მეთქვა და გულზე ეს მძიმედ აღარ მდებოდა .
ვიცი , ძალიან იცავ ამ მთავრობას bexxx - და შენგან მინდა ამ ყველაფერზე პასუხის მოსმენა .
შენც სტუდენტი ხარ და ასე თუ ისე ფორუმიდან ვიცნობთ ერთმანეთს
ზევიდან როგორც ჩანს ყველაფერი მართლა ბევრად უკეთესად ჩანს !
ერთი თხოვნა მექნება თQვენთან , თუ გაქვთ საშუალება, იქნებ გასაუბრებამდე მაინც მიმიყვანოთ
თუ ვერ გავივლი დახმარებას არავის ვთხოვ, ვიზუალიც მემგონი ცუდი არ მაქვს, ლაპარაკი არ მეშლება,
სტაჟირებაზე ამიყვანეთ , მასწავლეთ , წინსვლის საშუალება მომეცით და პირობას ვიძლეი ერთ-ერთი ძლიერი თანამშრომელი
გეყოლებათ სურათს აქ ავტვირთავ და CV - ის ვისაც უნდა PM ში გავუგზავნი
This post has been edited by K1CK3R on 18 Apr 2014, 20:41
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ხეებზე დაძვრებოდნენ, როცა ჩვენთან ვეფხისტყაოსანი იწერებოდა! ევროპაა ახლა ჩვენთვის საზომი?
ღმერთო დამიფარე მეგობრის ღალატისგან , მტერს თავადაც გავუმკლავდები
Quitting WoW is Easy, I've Done It Hundreds of Times
All Rights reserved