Event by Zurab Girchi Japaridze and Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება
დედაენის ბაღი
ეს შეხვედრა არის ადამიანებისთვის, ვისაც გააზრებული აქვს, რომ:
1. ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები მიიტაცა
2. სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი წინსვლა ევროპის და ნატოს მიმართულებით
3. ივანიშვილი ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის
4. მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე დეოლიგარქიზაციის შანსი, გაჩნდება მხოლოდ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის არჩევნებით დამარცხების შემდეგ
5. ივანიშვილის დამარცხება დროში საჩქაროა, რადგან: ა) დასავლეთში გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს და ბ) ქვეყანა იცლება
6. შესაბამისად, ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად
7. რიგგარეშე არჩევნების მიღწევის გზა არის ძლიერი საპროტესტო მოძრაობის შექმნა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს დაიხიოს უკან და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები
ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მოძრაობის შეხვედრა, ეს უსამართლობაზე გაბრაზებული ადამიანების შეხვედრაა
კვირას ვხვდებით ადამიანები, ვინც მზადაა თავისი დროის ნაწილი დაუთმოს ცვლილებებისთვის ბრძოლა, რომელიც შეიძლება ისტორიული აღმოჩნდეს
აქ შევიკრიბებით კვირაში ერთხელ და ვნახავთ, რამდენნი გავხდით - ჩვენი მიზანია რამდენიმე ათეულ ათას ადამიანამდე გავიზარდოთ
ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ, ხალხი, ვისაც ამ ქვეყნის უკეთეს ქვეყნად გადაკეთება გვინდა, მეტნი ვართ
მაგრამ ისინი გვჯობნიან ორგანიზებულობით
და თუ ჩვენ შევძლებთ დავორგანიზდეთ, მოვუგებთ, ვერ გაგვაჩერებენ
მოდით დედაენის ბაღში, კვირას 25 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე
მოდით და წამოიყვანეთ მინიმუმ 1 ადამიანი, ვინც გაბრაზებულია და ვისაც ცვლილებები სურს, ან ვინც ჯერ კიდევ გასაბრაზებელია
პ.ს. თუ გჯერათ, რომ სხვები გააკეთებენ თქვენს საქმეს, ცდებით, არ არსებობენ ეს „სხვები“
თუ გჯერათ, რომ „მაინც არაფერი შეიცვლება“, ცდებით, ბიძინამ დაგაჯერათ ეგ
თუ გჯერათ, რომ ახლა პარლამენტში რაღაც კანონებს მიიღებენ, რის შედეგადაც ხელისუფლების შტოები გაიწმინდება ბიძინას მსახურებისგან და შესრულდება ევროკავშირის მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაზე, არ მოხვიდეთ. ზედგამოჭრილია თქვენზე ოლიგარქიული მმართველობა
კარგი იქნება თუ მოხვალთ
https://www.facebook.com/events/65684711226...0/?ref=newsfeed