კინოგურმანცი, მსოფლიოს ცნობილ რეჟიორებს შორის ჩაატარეს გამოკითხვა ყველა დროის საუკეთესო 100 ფილმის გამოსავლენად
ხოდა რეჟისორების უმრავლესობამ ტოკიური ამბავი დაასახელა საუკეთესო ფილმად
მე 15 წლის წინ აღმოვაჩინე ეს რეჟისორი და ძალიან მოვიხიბლე
ვისაც გიყვართ ფილოსოფიური და სერიოზული კინო და ასევე იაპონური კინომატოგრაფია-ეს კაცი თქვენთვის არის
ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბევრმა ადამიანმა ნახოს მისი ფილმები
სხვათა შორის იაპონელები დიდი ხანი არ აჩვენებდენ ევროპელებს მის ფილმებს,რადგან ეშინოდათ რომ იაპონის გარდა სხვაგან მის ფილმებს ვერ გაიგებდენ.
ახლა, ცოტა რამ ჩვენ გმირზე
იასუძირო ოძუ დაიბადა 1903 წელს
მოღვაწეობა დაიწყო მუნჯური კინოს ეპოქაში
თავიდან კომედიებს იღებდა ადრეული ფილმები არ მაქვს ნანახი
შემდეგ გადაერთო სერიოზულ კინოზე
ძირითადი თემებია ოჯახური ურთიერთობები, თაობათა კომფლიქტი
დანარჩენი ვიკიპედიაში უნდა იყოს
მოკლედ, ჩაუჯექით არ ინანებთ
ეს ტოკიური ამბავი შედევრია,მაგრამ გასაგებად გაგიჭირდებათ თუ ცოტა კინოს გადაღების ტექნიკაზე და ისტორიაზე არ გსმენიათ რამე და ასევე იაპონური ფილოსოფია უნდა გესმოდეთ ცოტა მაინც
სხვა ფილმებიც ძაან კაები აქვს