
ქალაქში უძრაობა გვჭირდება - ნაცმოძრაობიდან სკანდალურმა ჩანაწერმა გამოჟონა.
ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის წევრების საიდუმლო შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ შედგა, სადაც განიხილეს ქალაქის პარალიზების გეგმა.
ჩანაწერში ნათლად ისმის, ნაცმოძრაობის ნაძალადევის ორგანიზაციის წევრის, ნუკრი ფალავანდიშვილის ხმა რომელიც ამბობს რომ გამოყოფს 15 მანქანას რომლებიც ნელა ივლიან ქუჩაში და მოძრაობას შეაფერხებენ.
გლდანის (ყველაზე დიდი რაიონი) ორგანიზაციის ერთერთი ხელმძღვანელი, ირაკლი კაციაშვილი პირობას დებს, ციტატა ჩანაწერიდან: “გამოვიყვან 800-1000 კაცს ბო**შვილი ვიყო და დავპრესოთ მეტრო. ყველა დღე ვატარებ ამ ხალხს. აბა ეგრე სადაა ძმაო? კომფორტი არ უნდა შევუქმნათ მაგათ.” - ციტატის დასასრული.
ყველაზე აქტიური საბურთალოს ორგანიზაციის ორი წევრი, სესილი ორჯონიკიძე და პეტრე სახოკია არიან ჩანაწერის მიხედვით, ისინი მოითხოვენ ყველა უბნიდან 20-30 ადამიანის გამოყოფას, რომლებიც ავტობუსებს გადატვირთავენ. ამასთან ერთად არ გადაიხდიან მგზავრობის ღირებულებას, რათა პროვოკაცია გამოიწვიონ. სახოკია შეხვედრაზე ამბობს: ქალაქში უძრაობა გვჭირდება. კობახიძის, ღარიბას და შსს შკოდების გარდა არავინ უნდა იმოძრაოს, ამით უნდა ავწიოთ მუხტი.
ჩვენ მივმართეთ კითხვით ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურს და პასუხის მიღებისთანავე ვაცნობებთ მკითხველს
https://www.interpressnews.ge/ka/article/72...-uketesi-ikneba