ვიდექი, ვეწეოდი და მორბის ჩემთან უი უი უი გადააგდე ახლავე, პატარა ხარ ჯერ!!! (რუსულად მებაზრება, ხანში შესული კაცი)
მეთქი არ ვარ პატარა, ულვაშებში ჩავიცინე
რამდენის ხარ?
25
უი ჩემი შვილივით... შვილები გყავს?
არა
დაქორწინება ხომ გინდა მერე? შვილები.. რატომ ეწევი? უნდა დაანებო თავი
არ მინდა დაქორწინება
როგორ თუ არ გინდა? არც შვილები???
არა, არც შვილები მინდა
როგორ თუ არ გინდა? ყველას უნდა შვილი
გამოდის ყველას არა))
არაუშავს, აი მოვა შენთან Ana De Armas, თეთრ რაშზე ამხედრებული... და მაშინვე მოგინდება ყველაფერი!!!
კარგი, მაშინ დაველოდები))))
მოვა! აუცილებლად მოვა! თეთრ რაშზე ამხედრებული Ana de armas! და მოგინდება შვილებიც და ყველაფერი!!
ასე შორიდან მომაძახა უკვე თავის გზაზე მიმავალმა გიჟმა კაცმა (ეტყობოდა რომ ცოტა ვერ იყო, მე კიდევ დრო გავიყვანე საუბარში) :დ
ხოდა.. ველოდები თეთრ რაშზე ამხედრებულ Ana De armas
This post has been edited by Magicman on 30 Sep 2022, 01:24