ასეთი ამაზრზენი სიუჟეტი არასდროს მინახავს. უტიფრობის ყველა ზღვარს მიღმა გავიდნენ იმედში. დანაშაულია ეს
ტვ იმედი ამტკიცებს რომ თბილისში დაგეგმილი პროვოკაციული აქცია, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის მიერ უკრაინის მიერთებას ერნსტ ხაჩუნოვის და სირცხვილიას დაორგანიზებულია.
ერნსტი მუსიკალური პროდიუსერია, რომელსაც საქართველოში როკ ჯგუფები ჩამოუყვანია, ქართული ჯგუფების ევროპის როკ ფესტივალებზე გზავნის. მკვეთრად ანტი რუსი და პროდასავლური ტიპია. ახლაც ფეისბუქზე დაიბლოკა რუსების შეურაცხყოფის გამო.
ტვ იმედმა კი თავისი "წყაროს" საფუძველზე, ამ უდანაშაულო კაცს პრორუსული აქციის ჩატარება დააბრალა და მერე "ფრენდებში" ვიღაც სირცხვილიას აქტივისტი უპოვეს.აქედან იმედის ჟურნალისტმა დაასკვნა, რომ ეს სირცხვილიას და ნაცების დაგეგმილი აქციაა , რათა ხალხის პროვოცირება მოეხდინათ.
სიუჟეტი გავიდა და ხალხმა დაიჯერა. რა გასაკვირია? ქვეყნის მტრები და არეულობის მომწყობი ეძახეს. არადა ყოვლად უდანაშაულო ადამიანები გაიმეტეს მასის საჯიჯგნად.
კარს რომ გააღებ და გხვდება ჟურნალისტი კამერით. გისვამს ასეთ შეურაცხმყოფელ შეკითხვას. რა თქმა უნდა თავიდან დაიბნევი და შოკში ჩავარდები. არსაიდან ასეთ ბრალდებას რომ წაგიყენებენ.
ნადეჟდას სიუჟეტი:ერნსტის განმარტება თუ რეალურად რა მოხდა. როგორ ჩაწერეს სიუჟეტი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დღეს მირეკავს ჩემი უახლოესი მეგობარი Eric Hutchence, პროფესიონალი პროდუსერი, განსკაუთრებით გავუსვამ ხაზს მის აპოლიტიკურობას და ვიტყვი, რომ აქტიურია მხოლოდ თავის საქმეში და მის ფარგლებს არ სცდება.
რამოდენიმე დღის წინ დაწერილი პოსტოს გამო (ანტირუსული პოსტი), ერიკს შეუზღუდა Facebook-მა დაპოსტვის ფუნქცია და ვერ აკეთებს კომენტარს თავის პირად გვერდზე.
შეშფოთებული ერიიკი, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა მომხდართან დაკავშირებით, მირეკავს და მთხოვს მისი კომენტარის გაზიარებას ჩემი სახელით. ამასთანავე, აქვე პირადად მე არ შემიძლია უკომენტაროდ დავტოვო, TV Imedi-ში გასულ სიუჟეტში გაჯერებული კითხვა ერიკის მიმართ - " გაქვთ თუ არა შეხება ორგანიზაცია "სირცხვილიასთან". ერკის არანაირი შეხება, არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ან აქტივისტებთან არ აქვს. ამის დამტკიცება უმარტივესია.
იმედის ჟურნალისტის თქმით ის იყო ერთ-ერთი ადმინი იმ "ავად სახსენებელი" ჯგუფის. ამის გადამოწმებაც ნებისმიერ შეუძლია, სრული ისტორის გადამოწმებით.
როგორც კი ჟურნალისტები დაინახა, ეგონა, რომ მოსუკალურ ამბავში იყვნენ მისულებ და უცბად...
ამასთანავე, უთხრეს, რომ სიუჟეტი დღესვე არ გავიდოდა და გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაჟღერდებოდა.
მისი კომენტარი უცვლელად:
"დღეს ჩემთან იმედის ჟურნალისტი გიორგი აბაზაძე იყო მოსული. გაფრთხილების გარეშე. ეგრევე კარებში კითხვა დამისვეს: “ხვალინდელ აქვიაზე თუ გსმენიათ რამე?” ანუ "რაშიტების" და "სვაბოდნაია გრუზიას - ზა პობედუ” თუ რაღაც ჯანდაბა როა. მე ვუთხარი რომ კი გამიგია ფეისბუკიდან და ტელეგრამიდან. მეგონა რაღაც გამოკითხვაა და ვუპასუხებ მეთქი.
წახვალთ თუ არაო - რა თქმა უნდა - არა მეთქი, რაღაც ან პროვოკაციას ან ფექს გავს-მეთქი. და მერე რას მეუბნება იცით?))) “ჩვენ ვიცით რომ თქვენ ხართ ერთერთი ორგანიზატორი ამ აქციის”. მე, ხალხო, მე)) პრორუსული აქციის ორგანიზატორი ვარ...)
ავუხსენი, რომ ასეთი რაღაც ცხოვრებაში არ მოხდება ჩემი მხრიდან და შოკისკან როცა გამოვედი, მეთქი დიდი გაუგებრობა მოხდა და ვცადე იმედთან დაკავშირება. ნათია თოიძეს ვურეკავდი, ვწერდი, არ მპასუხობდა. დავურეკე ირაკლი ჩიხლაძეს, მან ნათიას უნდა დაელაპარაკოო. ვწერდი თვითონ ჟურნალისტსაც მაგრამ უპასუხოდ დარჩა ჩემი მესიჯი.
არ ვიცი რა დონის გაუგებრობა თუ გამიზნული პროვოკაციაა, მაგრამ ჩემთვის ეს შეურაცყოფაა და ცილისწამებაა ჩვეულებრივი. დაიდოს ფაქტები ან ვუჩივლებ მაგ არხს! არც პოლიტიკოსი ვარ არც აქტივისტი, არც პოზიცია-ოპოზიციასთან ვარ და ვის რაში სჭირდება ეს აბსურდი და ცილისწამება არ ვიცი.
მგონი ყველამ ძალიან კარგად იცის რომ ერთერთი ყველაზე პროდასავლური ტიპი ვარ. ფეისბუკზეც ვარ დაბლოკილი ზუსტად რაშიტების ლანძღვის გამო, ამიტომ ჩემს გვერდზეც ვერ ვწერ.
ახლაც შოკში ვარ და ნუთუ ასეთი რამე შეიძლება მოხდეს?! რანაირად მუშაობს ჟურნალიტიკა, აი არ ვიცი რა ვთქვა…
მივმართავ შსს-ს, საზოგადოებას, მედიას, ომბუდსმენს, რეაგირება მოხდეს ამ ფაქტზე.
საშინელება ხდება ჩვენს ჟურნალისტიკაშიც და ზოგადად საზოგადოებაშიც
ზუსტად სვაბოდნაია გრუზიას ანალოგი ტელეგრამ გვერდი შეიქმნა - Свободный Казахстан
აბა ტვ იმედი? ეს არხიც ერიკ ხაჩუნოვის და "სირცხვილიას" შექმნილია?
ამ სიუჟეტში ყველაფერი ტყუილია. 100%-ით არის ფეიქი. სიმართლის ერთი მარცვალიც კი არ ურევია. ორღობის სამოყვარულო ტელევიზიაში არ გავიდოდა ასეთი სიუჟეტი.
მაგრამ წამყვანი ლევან ჯავახიშვილი, როგორი დარწმუნებით ამტკიცებს ამ სიგიჟეს.
ამხელა ტელეკომპანიიდან არც სიუჟეტის ავტორი - გიორგი აბაზაძე, არც ირაკლი ჩიხლაძე, არც ლევან ჯავახიშვილი, არც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, თეა სიჭინავა ან ვინმე...
ერთი ადამიანი არ გამოსულა და ასეთი ცილისმწამებლური სიუჟეტის გამო ბოდიში არ მოუხდია და უდანაშაულო კაცის მიმართ ბრალდება უკან არ წაუღია.