ეს თემა მე ვთვლი, რომ პოლიტიკურიცაა, რადგან სულ ორი ქართული ძაღლის ჯიშიდან ერთი არის ,,ჩაქირა'' - ქართული მეკვერნე, მყეფარა. ვთვლი რომ ამ ჯიშის გადარჩენა კარგი ქართული საქმე იქნება და მინდა, რომ სულ პატარა წვლილი მაინც შევიტანო ამ საქმეში,,,,
თან ამ განყოფილებაში საკმაოდ შემოდის ხალხი
იმედია მოდერები გაგებით მოეკიდებიან ამ თემას, რადგან ეს შესანიშნავი და ერთადერთი სამონადირო ქართული ჯიში ფაქტიურად გადაშენებულია უკვე

მოკლედ......
ვეძებთ ძველი ქართული მონადირე ჯიში ,,ჩაქირას'' ეგზემპლარებს
თუ იცით რო ვინმეს სადმე სოფელში ყავდეს ეს ჯიში. გთხოვთ დამიკავშირდით PM ით

ძალიან, ძალიან პატარა შანსი არსებობს ამ ქართული ჯიშის გადარჩენის, იქნება რამე გამოვიდეს......

ეს ლიტერატურაში შემორჩენილი მხოლოდ ორი ბუნდოვანი სურათი


ეს გურიაში შემორჩენილი ერთი კერა...
ყურებს აჭრიან იმიტომ ,რომ ბარდებზე არ შემოეხეს... მეორე სურათზე არის ყურებიანი ვარიანტიც






სამწუხაროდ ჯიშის რაღაცა სახით (და არა სუფთა და პირვანდელი) გადასარჩენად და შესანარჩუნებლად საჭიროა, რომ კიდევ ერთი სხვა ხაზის ეგზემპლარი მაინც არსებობოდეს. იქნება სულ მაინც არ გაქრეს ეს ჯიში... რომელიც რაც მთავარია ქართულია, შესაბამისად შესანიშნავად მორგებულია ჩვენ ლანდშაფტსა და კლიმატზე ასევე ხასიათზე
კი ძალიან ლამაზი ძაღლია და მართლა უნიკალურია თავისი მონადირული თუ სხვა თვისებებით
ამ კაცს 3 ძაღლი ყავს. ერთი დიდი და ორი ლეკვი. კარგი ისაა რო ეს კაცი ნადირობს და მარტო ექსტერიერისთვის არ ყავს ძაღლები, ანუ სანადირო ხაზი შენარჩუნებულ აქვს, რამდენადაც მე გავიგე არაფრით არ ამბობს ვისთან დართო თავისი ძაღლი. ენთუზიაზისთი მონადირები ochopintre.ge დან ჩასულები იყვნენ ადგილზე. გაესაუბრნენ ამ კაცს, სურათებიც მაგათი გადაღებულია.....
ცუდ ვარიანტში ან რამე მსგავს უჯიშოსთან შეაჯვარა ან თავისივე ნათესავთან. ანუ ამ გზით სელექცია აღარ გამოვა.....
თუ აღმოჩნდა კიდევ სადმე სხვა კერა, შეიძლება ჯიშის რაღაც დონემდე ფიქსაცია! რო მომავლისთვის (ვინ იცის ვინ როგორ დაინტერესდება მერე) იყოს ბაზა იმისა რომ დამუშავდეს ეს ჯიში და სტანდარტებამდე და რეგისტრაციამდეც მივიდეს

როგორც ამბობს მისი 5 თაობის წინაპრებს ეს ძაღლები ყავდათ და თვითონაც ამრავლებს და ნადირობს..... მე არ ვყოფილვარ ექსპედიციაში, მაგრამ რამდენადაც თქვეს საკმაოდ უცნაური ადამიანი აღმოჩნდა. ბიჭებმა ვერ წამოიღეს ვერაფერი ისეთი ინფორმაცია.
ზოგმა თქვა რომ, ტაო-კლარჯეთში არის შემორჩენილი ეს ჯიშიო, მაგრან მხოლოდ სიტყვის და ვარაუდის დონეზეა ცნობილი,,,,,
ვინც იყო ამ საქმით დაინტერესებული სამწუხაროდ სხვა კერა ვერ აღმოაჩინეს გურია-აჭარაში (სადაც ეს ჯიში იყო გავრცელებული)
მაინც გავხსენი თემა ამ ფორუმზე. ბევრი ხალხი შემოდის და შემთხვევით იქნება სადმე წავაწყდეთ ერთ ეგზემპლარს მაინც
თუ მეორე კერა გამოჩნდება. მე მზად ვარ ერთი კერიდან ერთი ლეკვი ავიყვანო. გავზარდო და დავგეშო კარგად მომავალი სელექციისთვის.... რო ამ ჯიშიდან ,,რაღაც'' მაინც დარჩეს ჯერჯერობით მანამ ვინმე სერიოზულად მოკიდებს ხელს. მაგრამ ეგ რაღაცაც ვერ დარჩება თუ მეორე კერას ვერ მივაგნებთ
This post has been edited by srt-8 on 26 Nov 2011, 21:06