გამარჯობა,
ერთი უცნაური კითხვა მაქვს

მოკლედ, ჩემ უბანში არის ერთი მუნიციპალური ფეხბურთის მინი მოედანი, რომელზეც ხელოვნური სტანდარტული საფარია, მაგრამ საერთოდ დაუხაზავი.
მეგობრებს გვინდა ჩოგბურთის თამაში, იდეალური გაბარიტები აქვს ამ მოედანს ჩოგბურთისთვის,
ხოდა რამით მინდა რომ დავხაზოთ ან მარკირება გავაკეთოთ, ოღონდ ისეთი რომ არ დაზიანდეს საფარი, ანუ არ იყოს პერმანენტული და თამაშის წინ დავხაზოთ და მერე მოვაძროთ ან წავშალოთ, და რა შეიძლება რომ გამოვიყენო, ვინმეს რამე მსგავსის გამოცდილება თუ გქონიათ?

1-ლი ვარიანტია რამე მისასხურებელი ცარცივით როა, მსაჯებს რომ აქვთ, მაგრამ მგონი ადვილად მოძვრება და თან რავი ალბათ 1 ბალონი არ ეყოფა ერთ თამაშს და არა მგონია იაფი დაჯდეს.
მე-2 ვარიანტი ვიფიქრე გრძელი ბაწრები მარა ეგეც წვალება იქნება ალბათ, ფეხი აგებლანდება, ან ოდნავი ნიავიც წაიღებს ალბათ + ბურთს სერიოზულად შეუცვლის ტრაექტორიას.
მე-3 ვარიანტი არის სავარჯიშო მარკერები, დასაკრავებია კუთხეების და ხაზების მაგრამ ეგეც ძალიან ბევრი დაგვჭირდება სრულად რომ ნახაზი შედგეს, ან ცოტა უნდა დავაკრა და მაგის მიხედვით წარმოსახვითი ხაზები წარმოვიდგინოთ
მე-4 ვარიანტი შეიძლება რამე სპეციალური ცარცი არსებობს იმენა ხელოვნურისთვის? აი ეგ იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი მგონი და ადვილადაც მოძვრება, რომ მერე სამეზობლომ არ დაგვცხოს

იქნებ დამეხმაროთ რა ვინმემ, აღარ ვიცი რა ვქნა, გარშემო 15 კმ-ის რადიუსზე არაა ტენისის მოედანი და სხვა გზა არ გვაქვს

პ.ს ჯამში დასახაზი არის მიახლოებით 140-150 გრძივი მეტრი და წებოვანი ლენტიც ვიფიქრე მაგრამ რავი, რამდენად დაეკრობა + დაჭირდება მთელი ყუთი ალბათ
This post has been edited by San1 on 3 Oct 2022, 13:21
** Peace Sells... but Who's Buying? **
---------------------------------------------------------------
ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცი მთავრობის მხარდამჭერი როგორ უნდა იყო...ძუძუ უნდა გიყვარდეს, ლუდი და ანარქია (c) შაქროII