#60027324 · 20 Jan 2023, 14:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი მეგობრებო,
წინა წელს მქონდა ბევრი ზუმ ჩართვა. მომიხდა ეარ პოდის და ყურსასმენების ყიდვა მიკროფონთან ერთად.
10-15 ჩართვის შემდეგ შევამჩნიე მარცხენა ყურში მაქვს პრობლემები. მარჯვენა ეარპოდის მოხმარებას როცა ვიწყებ მარცხენაში მეწყება შიშინი და ტკივილი. მე არ ვამბობ მარცხენა ყურში გაკეთებაზე რომელიც როგორც კი იტვირთება მეწყება ყურში ბაგა ბუგი.
ეს თვეებია ვცდილობ არც ერთი გამოვიყენო. ამის მიუხედავად ღამეს მაქვს ყურის ტკივილი. ტელეფონს როცა ვპასუხობ მარცხენა მხარეს მაშინაც არის შიშინი..
როცა ვუსმენ ლეპტოპით რამეს არანაირი პრობლემა არ მაქვს... მაგრამ ხანდახან ხმამაღლა როცა ვუსმენ რამეს ეგრევე ტკივილი მეწყება.
იქნებ მირჩიოთ რა პრობლემა უნდა იყოს და ვის უნდა მივმართო?
|