#59713800 · 12 Oct 2022, 18:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეზოში მსხმოიარე, მუჭისხელა, წითელი და კვასკვასა ბროწეულებით დახუნძლული ხეა. მხოლოდ მკაცრად დაცულ ტერიტორიაზეა დარგული და ორივე მხრიდან სათვალთვალო კამერა უყენია. თუმცა ხის რაღაც ნაწილი ღობის აქეთაა გადმოშვერილი და ყოველი ჩავლისას დაუოკებელი სურვილი მიჩნდება მისი მოწყვეტის. მინდა ერთბაშად რაღაც გიჟური ძალა მომემატოს, ორ მეტრზე ავხტე, ვსტაცო ხელი ერთ ცალს, ჩავიდო ჰუდის ჯიბეში და სტვენით განვაგრძო გზა, თითქო არაფერი მომდარიყოს.
ღამით მეგობრები რომ ჩავიყვანო, ხელში ატატება ვთხოვო და ავისრულო გულის წადილი, დაშავდება რამე???
This post has been edited by ბანჯოო on 12 Oct 2022, 18:19
--------------------
მკიდიათქო შენი აზრი მერამდენედ უნდა გაგიმეორო? (c) არავინ
https://tellonym.me/banjuta
|