#59712129 · 12 Oct 2022, 00:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც მოგეხსენებათ, როზაცეას რამოდენიმე ქვეტიპი არსებობს. ძირითადად გავრცელებულია პირველი ტიპის, ე.წ. ერითემული როზაცეა, რომელიც გამოიხატება სახის მუდმივ სიწითლეში. სიწითლე ძლიერდება ე.წ. ტრიგერებისას, რომლებიც როგორც წესი უკავშირდება ცხარე ან ცხელი საკვების მიღებას, სიცივეს, მზეზე დიდხანს ყოფნას, გარემო ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას (სიცივიდან სითბოში გადანაცვლება) და სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებს.
ამ თემაში გავუზიაროთ ერთმანეთს მკურნალობის მეთოდები, იქნება ეს კონსერვატიული თუ სამედიცინო სახის.
|