გადახდის სისტემა როგორ მუშაობს საერთოდ მანდ? ანუ რა პირობებით იღებს სელერი ჩარიცხულ თანხას? ხშირად ვიწერ ხოლმე მაგრამ მსგავსი შემთხვევა ორჯერ მქონდა ორივეჯერე აი მაქსიმალურად ბოლო თარიღებამდე მიწელავდნენ დაჟე ბოლო დღეებში მიბრუნებდნენ პასუხს სელერებიც

ერთხელ ჩემი მიამიტობის ხარჯზე 300$-ან პროცესორზე გამიკეთა ასეთი რაღაც რომ დაშიპა მაგრამ არ დაუტოვებია ფოსტაში ხოდა ამხელა აურზაურის 50 ტექსტის შემდეგ ბოლო დღეს მწერს რომ ვერ მოვიცალეო ბოდიშები იხადა და ეხლა რომ დავტოვო პროცესორი პრობლემა ხომ არ იქნებაო? მეც რაღა მექნა დრო ისედაც დაკარგული მქონდა და მეთქი ჯანდაბას გამოგზავნე თქო )) დატოვა მოკლედ ველოდე 2 კვირა ჩამოვიდა ჩამოაღწია აქამდე და i7 8700k-ას ნაცვლად G4400 გამომიგზავნა

100%-ანი სელერი იყო თან ახალი ანუ განვლილ თვეში მიღებული დადებითი შეფასებებით აი ვერც კი წარმოვიდგენდი მასეთ რაღაცას

ბოლოს ფეიფალზე მომიწია ტანჯვა წამება ნუ როგორც იქნა დავიბრუნე თანხა

მოკლედ რისი თქმა მინდა თუ რაიმე ძალიან დამაიმედებელი არ მოხდა და ეგ ნივთი ნაჩუქარ ფასად არ გაქვს ნაყიდი რომლის გარისკვაც გიღირს 27 რიცხვს არ გადააცილო

ჩართე იბეი საქმეში და აინაზღაურე თანხა.. აი პრობლემები მქონდა და ეხლა გამოვგზავნი ან მსგავს ზღაპრებს არ აყვე) მოითხოვე თანხის დაბრუნება პირდაპირ.