99 მომხრე, ერთმა თავი შეიკავა. 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი “ტერორისტულ რეჟიმად” აღიარა, გაეროს უშიშროების საბჭოში მის წევრობას კი “უკანონო” უწოდა.
აღნიშნულ რეზოლუციაში საუბარია საქართველოსა და მოლდოვის დეოკუპაციაზე.
საქართველოს PACE-ში 5 მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს. მათგან 3 “ქართული ოცნებიდანაა” (ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი კობახიძე, თამარ ტალიაშვილი), ერთი “მოქალაქეებიდან” (ლევან იოსელიანი) და ერთიც “ნაციონალური მოძრაობიდან” (ხატია დეკანოიძე). მხოლოდ ამ უკანასკნელმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირა როგორც რეზოლუციას, ისე მის შესწორებებს.
პ.ს. რეზოლუციის სრული ტექსტი ვერ ვნახე.
პ.პ.ს. მხოლოდ ხატია დეკანოიძეს სურს საქართველოს დეოკუპაცია?
https://www.radiotavisupleba.ge/a/32083564.htmlhttps://www.radiotavisupleba.ge/a/32083564.html