მოგესალმებით ფორუმელებო

ვარ კომპიუტერის შეძენაში გამოუცდელი , არ ვიცი რას მივაქციო ყურადღება უშუალოდ შეძენისას და თან ყველაზე დიდი პრობლემა ის არის თუ ვის ვენდო და რა მონაცემები შევიძინო ვერ ჩამოვყალიბდი.
ამიტომ , გიზიარებთ ჩემი გამოცდილებით და კითხვა-პასუხის რეჟიმში რა ინფორმაციაც მივიღე ლეპტოპებზე და რას მირჩევთ თქვენ?

რისთვის მჭირდება ლეპტოპი?
პასუხი: ძირითადად ლეპტოპი მჭირდება შემდეგი ფუნქციების შესასრულებლად : ინტერნეტში სხვადასხვა საიტებით სწრაფად სარგებლობა ( canva.com და ა.შ ) , Photoshopის თავისუფლად გახსნა და მუშაობა, ასევე რენდერისთვის რომ შევძლო ნორმალურად ვიდეოს დამუშავება ( გადაბმა,დაჭრა, ეფექტების დადება ) და შემდგომ დარენდერება.

რისთვის არ მჭირდება?
პასუხი: თამაშებისთვის
________________________________________________

მირჩიეს , რომ amazon.com-ს აქვს თავისი შეკეთებული / გაძლიერებული ლეპტოპები და ის გამოიწერეო, იაფია ბევრად და ძლიერს იყიდი საქართველოსთან შედარებითო, ანუ მაგ: თუ 500$ გადაიხდი ლეპტოპში ჩამოტანიან ყველაფრიანად საშუალოდ აქ 2200 ლარი რომ ღირს იმას უდრისო.
მეორე ვარიანტია, რომ საქართველოში ვიყიდო მაგრამ არ ვიცი ვის ვენდო, ვის მივმართო და რა გავითვალისწინო?
მესამე ვარიანტია: ვიყიდო ისეთი ლეპტოპი რომელიც გაძლიერებას ექვემდებარება და ნელნელა ავაწყო.. მაგ: ვიყიდი რაღაც ნორმალური მონაცემების ლეპტოპს , გამოვუცვლი გარკვეულ მახასიათებლებს და ეგარის და ეგ...
მიპასუხეთ გამოცდილმა ადამიანებმა როგორ მოიქცეოდით თქვენ ჩემ ადგილზე??
****************************************************************************************
მე როგორც მივხვდი დაახლოებით ეს მონაცემები მჭირდება:
1) ეკრანის ზომა 13 ინჩიდან 15 ინჩის ჩათვლით
2) პროცესორი: Intel core I5
3) ბირთვების რაოდენობა: ოთხბირთვიანი
4) მეხსიერება: 8 GB
5) შენახვის ტიპი : SSD ( Solid State Drive )
6) გრაფიკა: Intel ან Nvidia
რამდენი ბიუჯეტი მაქვს? - ახლა განვადებით 1200 ლარი და + შემიძლია დავამატო 500-600 ლარი , ან 2 თვეში შევიძინო 1800 ლარის ღირებულების ლეპტოპი განვადების გარეშე, ქეშად.