#59741417 · 20 Oct 2022, 22:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გპი ის პირველი კორპუსი ვინც იცით, ლაბირინთია გეცოდინებათ ამბობენ ,მაგასო ზემოდანო ნამგალის და უროს ფორმა აქვსო საბჭოთა კავშირის დროს ,გერმანელ ტყვეებს ააშენებინესო მოკლედ არ ვიცი ნამგალის თავში ვარ თუ უროს ბოლოში , გპის პირველ კორპუსში მივდივარ კაციშვილის ჭაჭანება არ არის გრძელ ჰოლში, იმხელა ჰოლია ბოლომდე არ ჩანს თან მე მარჯვენა მხრიდან მივუყვები ამ ჰოლს , მარცხნივ აუდიტორიებია , მარჯვნივ ფანჯრები ჰოლის ბოლოს, აუდიტორიის მხარეს ერთი ტიპი გამოჩნდა , მომიახლოვდა თუ არა ,შევხედე და აშკარად მიცნოო ისეთი სახე მიიღო გამიღიმა და დემონსტრაციულად ჩემს მხარეს გადმოვიდა და ხელი გამომიწოდა . მეც გავუწოდე ვფიქრობ , რომ იქნება საუბარში ვიცნო ვინ არის თქო და გავუბი სტანდარტული საუბარი არ ვიცი ვინ არის და ვერც ვხვდები , მეკითხება ისიც რაღაცეებს, სახლში როგორ ხართ და რამე ბოლო ბოლო ჩიხში რომ შევედით, მეთქი ბოდიში მაგრამ ვერ გიცანი თქო იმანაც ,ვერც მე ვერ გიცანიო და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ჰოლს
|