Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
->
საერთაშორისო პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
[1]
2
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ესპანეთის საგარეო პოლიტიკა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
#53067964
· 10 Jul 2018, 16:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ესპანეთი თავისი ტერიტორიის სიდიდით, მოსახლეობის რაოდენობით, ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონით და სხვა ფაქტორებით მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს ქვეყანა იმითაა გამორჩეული, რომ იძლევა მნიშვნელოვან მაგალითს, თუ როგორ შეიძლება იზოლაციაში მყოფი, დიქტატორული რეჟიმის ქვეშ ათწლეულობით მცხოვრები ქვეყანა იქცეს თანამედროვე, ძლიერ, განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოდ.
მე შევეცდები ესპანეთის საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებაზე დავწერო.
ესენია:
1) ევროპა და ინტეგრაცია. ესპანეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მისი ევროპული პოლიტიკაა. ქვეყნის პოლიტიკური წონა ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა. რაკი ესპანეთის გავლენა ევროკავშირში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესებასთან ერთად გაიზარდა, ქვეყანას გაუჩნდა ამბიცია რომ იყოს ევროპის ისეთი წამყვანი სახელმწიფო, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
2) ქვეყნის ერთიანობა. ფრანკოს რეჟიმის შემდეგ ესპანეთში 17 ავტონომიური რეგიონი წარმოიშვა. ბასკი და კატანოლიელი ნაციონალისტები დღემდე ითხოვენ და ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას. ბასკების რადიკალურად განწყობილი ნაწილი („ეტა“) ამ მიზნით ტერორისტული აქტების განხორციელებასაც არ ერიდებოდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. შესაბამისად, ესპანეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მიმართულება თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთობის დაცვაა. ესპანური საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არ დაუშვას სეპარატისტების საერთაშორისო მხარდაჭერა. პრინციპში მისი პოლიტიკა წარმატებულია, რადგან კატალონიაში ბოლო დროს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ის არ ცნობს და ამაში მასთანაა საერთაშორისო საზოგადოებაც. სხვა სახელმწიფოები ესპანეთის პოზიციას იზიარებენ.
3) ლათინური ამერიკა. თავის დროზე კოლონიზატორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უპირველესი და ყველაზე ძლიერი სწორედ ესპანეთი იყო. კოლონიზაციის პერიოდი რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა. მისი კოლონიური სამფლობელოების დიდი ნაწილი ამერიკის კონტინენტზე მდებარეობდა. ამ სივრცის მიმართ ესპანელებს გარკვეული ემოციური დამოკიდებულებაც აქვთ, რადგან ამერიკის კონტინენტი სწორედ მათ აღმოაჩინეს 1492 წელს და მათვე დაიწყეს ექსპანსია როგორც სამხრეთ, ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. XIX საუკუნის ბოლოს ესპანეთმა ამერიკაში ყველა კოლონია დაკარგა. ბოლო აკორდი ამ მხრივ ესპანეთ-ამერიკის ომი იყო (1898 წ.), რომლის შედეგებიც ძალიან მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისათვის. ამ ომში ესპანეთმა ბოლო კოლონიური სამფლობელოები დაკარგა: პუერტო რიკო, კუბა, გუამი და ფილიპინები. ესპანელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა კუბის დაკარგვა, რადგან კუბა 400 წლის განმავლობაში ამ სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო. ესპანელები მას კოლონიად არც კი მიიჩნევდნენ, არამედ ესპანეთის ერთ-ერთ პროვინციად აღიქვამდნენ. ასე დასრულდა ესპანეთის იმპერიის არსებობა. თუმცა, ესპანეთის სწრაფვა და ინტერესი ე.წ. ლათინური ამერიკის ქვეყნებისადმი არასოდეს შეწყვეტილა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადოლფო სუარესის ხელისუფლების ძალისხმევა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით. სწორედ მისი დროიდან მოყოლებული გახშირდა ესპანეთის მეფის და პრეზიდენტის ვიზიტები ამ ქვეყნებში. 1970_იან წლებში ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. ვენესუელის პარლამენტში გამოსვლის დროს მეფე ხუან კარლოსმა ესპანურ-ლათინოამერიკული გაერთიანების შექმნის წინადადებაც კი წამოაყენა. ესპანეთს გადაწყვეტილი ჰქონდა გამხდარიყო ხიდი ევროპასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის და ამიტომ ამ ქვეყნებთან ცდილობდა ახლო ეკონომიკური კავშირების ქონას, ახდენდა მათ დაკრედიტებასაც. დიდი რეზონანსი გამოიწვია კუბაში ადოლფო სუარესის ვიზიტმა 1978 წელს. ის იყო პირველი დასავლეთ ევროპელი ლიდერი, რომელიც ჰავანაში გაემგზავრა ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად. ესპანეთის საგარეო პოლიტიკა ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართულებით დღემდე საკმაოდ მძლავრად და თანმიმდევრულად ხორციელდება.
4) მაროკო. დღეს გარკვეული დაძაბულობა არსებობს ესპანეთსა და მაროკოს შორის, რადგან მაროკო თავის საკუთრებად თვლის ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ორ ქალაქს, სეუტასა და მელიიას, რომლებიც ესპანეთის შემადგენლობაში შედიან (ავტონომიური სტატუსით). მაროკო მათ დაბრუნებას მოითხოვს. ის ასევე ესპანეთისგან ითხოვს იმ კუნძულებსაც, რომლებიც მაროკოს სანაპიროსთან ახლოს მდებარეობენ. 2002 წელს საქმე იქამდე მივიდა, რომ მაროკომ კუნძულ პერეხილის ოკუპაცია მოახდინა, რამაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტა გამოიწვია, თუმცა კავშირები მალევე აღდგა. მაროკოსთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი ძირეული საკითხი. ესაა მიგრაციის ძალიან მაღალი დონე. მაროკოდან ესპანეთში შესვლას ცდილობენ არა მარტო იქაური სამუშაოს მაძიებლები, არამედ უამრავი არალეგალური იმიგრანტი სუბ-საჰარული აფრიკიდან. ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ზემოთ ნახსენებ ორ ქალაქში, მელიიასა და სეუტაში, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, მაგრამ ორივე ქვეყნის მთავრობა ცდილობს არ გადაკვეთოს კონფრონტაციის საშიში ხაზები.
5) გიბრალტარი. გიბრალტარის დაბრუნება ესპანური სუვერენიტეტის ქვეშ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიზნად რჩება იმ დროიდან მოყოლებული, როცა უტრეხტის შეთანხმებით (1713 წ.) მასზე კონტროლი ბრიტანეთმა დაამყარა. ესპანეთი გიბრალტარს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ბრიტანეთისგან მის დაბრუნებას მოითხოვს. თავის დროზე ფრანკომ საერთოდ ჩაკეტა საზღვარი გიბრალტართან, დემოკრატიზაციის შემდგომ კი ესპანელი ლიდერები შედარებით გაწონასწორებულ, მაგრამ მტკიცე პოლიტიკას ატარებენ ლონდონთან ამ საკითხზე. ინოვაციური საერთო სუვერენიტეტი ან რეგიონალური ავტონომიის სტატუსი შესაძლოა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტის გზა იყოს
6) არაბული სამყარო. ესპანეთს ძალიან ახლო და ინტენსიური ურთიერთობა აქვს არაბულ სამყაროსთან. ურთიერთობათა მომავალი განვითარების განსაკუთრებული პერსპექტივები ჩანს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, ესენია: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და ომანი. ამ ურთიერთობებს ამყარებს კავშირები და ურთიერთპატივისცემა მათ სამეფო ოჯახებს შორის. ესპანეთს აქვს ამბიცია, რომ ის იყოს ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და არაბულ სამყაროს შორის. ხშირია მაღალი რანგის ვიზიტები, განსაკუთრებით ბოლო წლებში. სახეზეა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და საუნივერსიტეტო კავშირები
7) საერთაშორისო თანამშრომლობა და განვითარება. ესპანეთი ლიდერია განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში სიღარიბის და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ესპანეთი დიდ მხარდაჭერას უწევს ასევე განათლების და ჯანდაცვის საკითხებს მსოფლიოში. აღსანიშნავია ესპანეთის საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი და მნიშვნელობა, რის გამოც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ კონვენციების ძირითად ენებს შორის ესპანურიც შედის, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ „იუნესკო“, ასევე „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ (1961 წ.) და სხვა. რაც შეეხება კონფლიქტებს, ესპანეთს ერთ-ერთი საკვანძო როლი აქვს დასავლეთ საჰარას კონფლიქტის მოგვარების პროცესში. გაერთიანებულ ერებს შორის სწორედ ესპანეთი თამაშობს ცენტრალურ როლს, აქტიურად უჭერს რა მხარს გაეროს გენერალური მდივნის დესპანების საქმიანობას.
ძალიან საინტერესო, დიდი და ძლიერი ქვეყანაა. დაწერეთ თქვენი მოსაზრებებიც, საქართველოს რა კავშირი და პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ესპანეთის მიმართ და ა.შ.
This post has been edited by
Perfecto_77
on 10 Jul 2018, 16:50
--------------------
არა არს დაფარულ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
#53070351
· 10 Jul 2018, 21:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნეტა მაგათმა ჩვენი ფუტბალისტები წაიყვანონ ხოლმე თავიანთ აკადემიებში და მეტი არაფერი გვინდა.
ცუდი ისაა რომ სა##რეთთან გადაკვეთის წერტილები არ აქვთ საქსებისაგან განსხვავებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
#53072936
· 11 Jul 2018, 09:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shavparosaniii14
QUOTE
სა##რეთთან
ვისთან?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
shavparosaniii14
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 181195
რეგისტრ.: 5-February 14
#53077629
· 11 Jul 2018, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რუსეთთან.
ისე ესპანეთი ერთ-ერთი უდიდესი იმეპერია იყო და ინგლისზე არანაკლები წვლილი აქვს მსოფლიო აღმოჩენებში შეტანილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
#53080672
· 12 Jul 2018, 11:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shavparosaniii14
QUOTE
რუსეთთან
ხო, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვს, წარმოებები აქვს რუსეთში ესპანეთს.
QUOTE
ისე ესპანეთი ერთ-ერთი უდიდესი იმეპერია იყო და ინგლისზე არანაკლები წვლილი აქვს მსოფლიო აღმოჩენებში შეტანილი
ეგი მიწერია ზეით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
Perfecto_77
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16
#53191309
· 1 Aug 2018, 10:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საქართველოს კავშირს რაც შეეხება ესპანეთთან, ჩვენგან საკმაოდ მაღალია ამ ქვეყანაში ემიგრაცია. სამწუხაროდ ხშირია ინფორმაცია ქართველი კრიმინალების შესახებ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zamzumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
zamzumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13817
წევრი No.: 233191
რეგისტრ.: 22-June 17
#57316653
· 19 Dec 2020, 15:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა ხდება ესპანეთში?
დასავლეთის პრესა მოსალოდნელ პუტჩზე წერს.
მან ბევრი ჩვენიანია.
დაგვიწერეთ რამე საინტერესო.
(P.S. დასანანია, რომ თემის ავტორი დიდი ხანია არ გამოჩენილა. საინტერესო თემებს ხსნიდა ხოლმე.)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 18529
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
#57316762
· 19 Dec 2020, 15:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zamzumi
რა ხდება და დედას უტკნავენ მეფუკას ძრს ფაშიზმი ! ძირს ფაშისტი ფრანკო და ფაშისტი მეფე !
დიდება რესპუბლიკას!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zamzumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
zamzumi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13817
წევრი No.: 233191
რეგისტრ.: 22-June 17
#57316884
· 19 Dec 2020, 16:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ronald_wesley
თუ რამე იცი, ცოტა კონკრეტულად დაწერე.
QUOTE
ძირს ფაშისტი ფრანკო
ეს არ არის მათი ლოზუნგი.
შენ ვის მხარეზე ხარ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
წერილები: 4853
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12
#57316916
· 19 Dec 2020, 16:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე მეფისკენ ვარ და პრინცესა ლეონორ ბურბონიელისკენ .
არ მინდა ესპანეთი დაიშალოს ...
ესპანეთის შემდეგი მონარქი :
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 18529
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
#57317489
· 19 Dec 2020, 19:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zamzumi
QUOTE
ronald_wesley
თუ რამე იცი, ცოტა კონკრეტულად დაწერე.
QUOTE
ძირს ფაშისტი ფრანკო
ეს არ არის მათი ლოზუნგი.
რა თქმა უნდა ხალხისკენ ანუ რეს (ძალაუფლება ) პუბლიკ( ხალხი )ისკენ.
ისტორია თუ არ იცი გეტყვი ეგ ხუან კარლოსი ფრანკომ დასვა!!!!
ესპანელმა ხალხმა დაამტკიცა რომ მას რესპუბლიკა უნდა!
* * *
brdzolisunariani
QUOTE
მე მეფისკენ ვარ და პრინცესა ლეონორ ბურბონიელისკენ .
არ მინდა ესპანეთი დაიშალოს ...
ესპანეთის შემდეგი მონარქი :
ლამაზი გოგოა ! სხვა მომავალ მონარქებთან სედარებით მაინც .
ხუან კარლოსმა 100 ( ასი ) მილიონი ევრო გაფლანგა და იგულავა !!!!!!!!!
ეხა წავოდა ქვეყნიდან ეგ რომშია დაბადებული და იქვე მოკვდება!
ცვეტში მეფე ფელიპემ თუ ფილიპემ აიღოს 40 - 60 მილიონი დოლარი და დაახვიოს ახალი ზელანდიისკენ ან ავსტრალიისკენ!!!!!!!!!
თავისი ცოლიც და ორი გოგოც წაიყოლოს !!!!!
რაც შეეხება ესპანეთის დაშლას ბეზ ბაზარა : ბასკეთმა და კატალონიამ დამოუკიდებლობა უნდა მიიღონ თუ სურთ რა თქმა უნდა !
* * *
QUOTE
პრინცესა ლეონორ ბურბონიელისკენ
: ბურბონიელი კაია !
ბურბონიანცი გაასწორებდა უფრორე!!!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
წერილები: 4853
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12
#57317779
· 19 Dec 2020, 20:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ronald_wesley
QUOTE
რა თქმა უნდა ხალხისკენ ანუ რეს (ძალაუფლება ) პუბლიკ( ხალხი )ისკენ.
ეგ დრო წავიდა რესპუბლიკა თავისუფლებას რომ ნიშნავდა. (მამენტ , არც არასდროს ნიშნავდა , უბრალოდ ფორმა იყო აჯანყებისა ავტორიტარიის წინააღმდეგ)
ახლა მონარქიები უფრო დემოკრატიული ქვეყნებია ვიდრე რესპუბლიკები.
რესპუბლიკებმა დაბადეს ახალი კლასი მმართველისა და სტრუქტურებისა .
ევროპაშიც ,
აზიაშიც
ამერიკაშიც
ავსტ-ოკეანეთისკენ
ყველაგან, მონარქიაა უფრო დემოკრატიული , ვიდრე რესპუბლიკა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
misha20123
The Truth Has Set Me Free
ჯგუფი: Members
misha20123
The Truth Has Set Me Free
ჯგუფი: Members
წერილები: 88503
წევრი No.: 118405
რეგისტრ.: 14-July 10
#57317825
· 19 Dec 2020, 20:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Espanetis dashla warmoidgen eli mgonia me piradad
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 18529
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
#57318047
· 19 Dec 2020, 21:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
misha20123
misha20123
misha20123
შენს მონიშვნას ვაპირებდი !
და მუინდოდა დამეპოსტა ლალლიგაში ისევ ბარსელონა ითამაშებს!
* * *
brdzolisunariani
QUOTE
ronald_wesley
QUOTE
რა თქმა უნდა ხალხისკენ ანუ რეს (ძალაუფლება ) პუბლიკ( ხალხი )ისკენ.
ეგ დრო წავიდა რესპუბლიკა თავისუფლებას რომ ნიშნავდა. (მამენტ , არც არასდროს ნიშნავდა , უბრალოდ ფორმა იყო აჯანყებისა ავტორიტარიის წინააღმდეგ)
ახლა მონარქიები უფრო დემოკრატიული ქვეყნებია ვიდრე რესპუბლიკები.
რესპუბლიკებმა დაბადეს ახალი კლასი მმართველისა და სტრუქტურებისა .
ევროპაშიც ,
აზიაშიც
ამერიკაშიც
ავსტ-ოკეანეთისკენ
ყველაგან, მონარქიაა უფრო დემოკრატიული , ვიდრე რესპუბლიკა.
მოდი 15 რესპუბლიკურ ქვეყანაშ ჩამოგითვლი !
1.შვეიცარია
2.ავსტრია
3. გერმანია
4.აშშ
5, ირლანდია
6.ფინეთი
7.სამხრეთ კორეა
8.ისრაელი
9.იტალია
10.კვიპროსი
11.საფრანგეთი
12.ისლანდია
13. ტაივანი
14.სინგაპური
15.მალტა
აი რა არ მოგწონს ამ ქვეყნებშ ან რას უწუნებ !
რომელია ცუდი ესპანეთზე და რითი??????
* * *
imedi maqvs tailandSic daemxoba monarqia !!!!!!
არ ვარ კომუნისტი მაგრამ
SIC SEMPER TYRANNIS!!!!!!!!
მეფე ვიცი გილიოტინაზე!!!!!!!!!!!
ტაილანდშიც დაემხობა მეფობა!
This post has been edited by
ronald_wesley
on 19 Dec 2020, 21:45
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zezva43
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
zezva43
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8804
წევრი No.: 230392
რეგისტრ.: 23-March 17
#57318240
· 19 Dec 2020, 21:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბატონო ვესლი
საუდის არაბეთს არაფერი ისმის? აბსოლიტური მონარქია რომაა ამერიკის მოკავშირე საუდეთში და საშინელი ტერორისტების დამფინანსებელი რეჟიმი
მაგაზე რატომ არ ამბობს არაფერს "დემოკრატიის შუქურა?
არ დაემხობა მანდ ვითომ საუდების გვარი?
უი ააა ხო მანდ ნავთობი აქვთ ბევრი
და ამერიკელებს აწყობთ ეგ რეჟიმი რომელსაც წველიან
This post has been edited by
zezva43
on 19 Dec 2020, 21:57
--------------------
https://www.youtube.com/watch?v=wnLUbOTIObw
https://www.youtube.com/watch?v=LKRFKP2unSE
„ახლავე მზად ვარ გავხდე კომუნისტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სტალინად გამხდიან“.
ფიდელ კასტრო
და რაც არ უნდა მოხდეს ამერიკა უნდა დაინგრეს! ვ.ი ზეზვა უფროსი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საერთაშორისო პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(3)
[1]
2
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0325 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.