mishojiგილოცავ. კარგი მანქანაა მაზდა 6, ძალიან მომწონს.
პირადი გამოცდილებით გეტყვი როგორ სჯობს მოქცევა.
ჯობია რომ აქედანვე დაიწყო ნაწილების ძებნა. პირველ რიგში ის იყიდე, რაც უეჭველი იცი რომ საყიდელია.
გაწევრიანდი ფეისბუქის ჯგუფებში, გამოიყენე ძებნის ფუნქცია და დაახლოებით გაიგებ რა ფასებშია ნაწილები. ასევე ნახე myparts.ge - ზე დაშლილები და თვითონ ნაწილის ძებნაც გამოიყენე.
თუ დრო გაქვს ბაზრობებზეც გაიარე და გაიკითხე (ზოგი არც ფბ ჯგუფებშია და არც myparts - ზე).
რახან დრო გაქვს, არ იჩქარო ყიდვა, შეიძლება ვიღაცამ იაფად დადოს ან ზედმეტად ჰქონდეს, ან ძალიან მცირე დაზიანებით დეტალი ნახევარ ფასში იყიდო, ან თუ ძარის ნაწილია ფერში დადოს იგივე ნაწილი და მხოლოდ პოლირებით გამოხვიდე.
თუ ბევრი ნაწილი გაქვს საყიდელი ჯობს რომ ერთ ადამიანთან მიხვიდე, ვინც შლის და გააკეთებინებ ფასდაკლებას, რახან ბევრ რამეს ყიდულობ. ისედაც ყველას ევაჭრე, თორემ ბევრი არარეალურ ფასებში დებს.
ის ნაწილი, რაც საორჭოფოა რომ დაგჭირდეს, იყიდე ან დაბრუნების გარანტიით (ჩამოსვლის დრო ზუსტად უთხარი. 3 თვით არავინ გამოგატანს, მაგრამ 1-2 კვირით მოგცემენ) ან როცა ჩამოვა მერე იყიდე, იქამდე ფასები გაიკითხე მაინც და მერე ადვილად შეძლებ ყიდვას ისე, რომ არ მოტყუვდე.
ხელოსნებზე ვერაფერს გეტყვი, მე ნაცნობთან გავაკეთე და ვერ გირჩევ. სანდო სერვის ცენტრებიდან ფასი/ხარისხის გათვალისწინებით "ოტო მოტორსს" მირჩევდნენ, მაგრამ მე არ გამომიცდია
* * *
ხო... მთავარი რჩევა რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. საკუთარი გამოცდილებით გეუბნები

თუ კონტეინერს უწერია ჩამოსვლის თარიღი X ელოდე X + 15

დღეს.
თუ ხელოსანი გეტყვის, მზად იქნება X თარიღში, ჩათვალე, რომ X + 15 დღეს გამოიყვან

.
დღე-დღეზე არ ელოდო და არაფერი გათვალო, თორემ დაგვიანების შემთხვევაში ლოდინი შეგჭამს და ნერვებს გაგიფუჭებს

. თუ ადრე ჩამოვა და ადრე ჩაგაბარებენ - გაგიხარდება და ბედნიერი იქნები