ძალიან აინტერესებს თითქმის ყველას ვისაც ჩამოაქვს ან აქვს 110 ვოლტზე მომუშავე მოწყობილობა.....აქაც დავწერ და ყველა დაინტერესებული წაიკითხავს.
გადამყვანები არის ორი ტიპის სიმისტორული დამადაბლებლები და ტრრანსფორმატორული. სიმისტორული არის შედარებით პატარა მჩატე და უფრო კოფორტული, ფასითაც იაფია თუმცა აქვს ერთი მინუსი .... ამახინჯებს გამომავალზე სინუსოიდალური ფორმის სიგნალს რომელიც შემდგომ ბევრ აპარატურაზე მისი ჩართვა არ შეიზლება, ძირითადად გაკუთვნილია მსგავსი გადამყვანები აქტიური დატვირთვის მომხმარებლებისთვის.. ასეთებია ან ვარვარების ნათურა 110 ვოლტზე მომუშავე ან ელექტრო სპირალი, ეს ტენი იქნება თუ სარჩილავი არ აქვს მნიშვნელობა.... ტრანსფორმატორული გადამყვანი არის დიდი ზომის აქვს შედარებით დიდი წონაც შესაბამისად დიდი ფასიც და არ ამახინჯებს გამომავალზე სინუსოიდალს ამიტომ მასზე შესაძლებელია ნებისმიერი აპარატურის ჩართვა.
... როგორიც შედის ისეთი გამოდის უბრალოდ 220-ის მაგივრად გამოდის 110 ან 120 ვოლტი გააჩნია გადამყვანს თუმცა 110...120 ვოლტი არანაირი პრობლემაა ნებისმიერი 110 ვოლტიანი იქნება დანადგარი თუ 120 ვოლტიანი 10 ვოლტის სხვაობა არანაირ დისკომფორტს არ ქმნის მისთვის... თუმცა აქვს ერთი მინუსი და ეს მინუსი მისი ფასია...
აქ ფორუმზე ბევრს კითხულობენ და დებენ შეკითხვევს ძირითადად ისეტი აპარატურაა რომლებიც არის ან ფენი ან მადუღარა... თუ ფენს ან მადუღარას აქვს შიგ პლატა ელექტრონული სადაც ხდება მისი მართვა ელექტრონული კომპონენტების საშუალებით მაშინ ასეთ დანადგარზე სიმისტორული დამადაბლებელი არ წავა რადგან ელექტრონულ სქემაში შევა დამახინჯებული ფორმის სინუსოიდალური ძაბვა და გამოიწვევს მის დაზიანებას ან გაუმართავ მუშაობას....ამიტომ ასეთ დანადგარზე ყველა ვარიანტში საჭიროა ტრანსფორმატორული გადამყვანი... თუ მადუღარაა ან კოფევარკაა და აქვს მარტო სპირალი 110 ვოლტიანი შიგ და არანაირი მართვის პლატა და მარეგულირებელი სქემა არ დევს შიგ, ესეიგი არის მარტო 110 ვოლტიანი ტენი შიგ ასეთ მადუღალაზე თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იაფფასიანი სიმისტორული გადამყვანი ტუნდაც 1500..1600 ვატიანი რომელიც არის მცირე ზომის კომფორტული და ღირს სულ რაღაც 10 $.... იგივე სიმძლავრის ტრანსფორმატორული გადამყვანი წონით სადღაც 15...17 კგ იქნება ზომაც დიდია და ფასიც გაცილებით მეტი...
ეხლა დავწერ ამ ჩინურ გადამყვანებზე ტრანსფორმატორულები რომ იყიდება 500...1000...2000...3000 ვატი რომ აწერიათ უფრო სწორედ ვოლტ ამპერია ეგ აღნიშვნა რასაც აწერენ ( VA)..... მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს იმას რომ ეს მატი სიმძლავრის მაქსიმალური პიკია რა ციფრებსაც აწერენ
და თუნდაც ვთქვათ 3000 ვატიანი გადამყვანი 3000 ვატ დატვირთვაზე არ მუშაობს, მისი ნორმალური ხანგრძივი სამუშაო რეჟიმი არის 1000 ვატი... ხოლო 3000 ვატი არის მისი პიკური დატვირთვა წამიერი ვარიანტი რომ ზოგიერთ აპარატურას თუ ინდუქციური დატვირთვა გააჩნია ჩართვის მომენტში სულ რაღაც წამიერად შეიძლება მოხმარება 3...4..5-ჯერ მეტი ჰქონდეს და მაგის პონტში აწერენ... ბევრი ასეთ პარამეტრებში ვერ ერკვევა ვერც გამყიდველი და ხშირ შემთხვევაში კლიენტი ყიდულობს შეუსამებელ გადამყვანს თავისი ხელსაწყოსთვის და მერე ექმნებათ პრობლემები... ან იწვება გადამყვანი ზედმეტი დატვირთვისგან ან ცხელდება ძაან და ბოლოს მაინც გამოდის მწყობრიდან....
ჩინურ მსგავს დამადაბლებზე რაც აწერია ის სიმძლავრეები არის მხოლოდ პიკური სიმძლავრე, რეალური დასატვირთი ხანგრძივი სამუშაო სიმძლავრე კიდე მისი მესამედია...
წერენ გადაკეთება თუ შეიძლება 110 ვოლტიანის 220-ზე..... თუ ეხლა ელექტრონული სქემა მუშაობს 110 ვოლტზე მისი გადაკეთება 220-ზე არანაირ პრობლემას წარმოადგენს მაგრამ როცა შიგ გამაცხელებელი არის სპირალი 110 ვოლტიანი მისი გადაკეთება 220-ზე როგორ უნდა მოხდეს?... უნდა დაიხვეს უფრო მეტი სპირალი ზედ ხომ?... მაგრამ როგორ ჩაახვევ როცა ეგ მისი სპირალი დაშტამბულია და არ იშლება?... ან უნდა შეიცვალოს ქარხნული ვარიანტის მსგავსი სპირალით რომელიც მუშაობს 220-ზე ან დატოვო ისევ ისეთი და მიუსადაგო დამადაბლებელი რომელიც მერე ძვირი ჯდება...
ასევე ისმევა შეკითხვები სიმისტორული იაფფასიანი დამადაბლებლებზე თუ იმუშავებს მაგალითად ტელევიზორები კომპიუტერები ან 110 ვოლტიანი აკუმულიატორის დამტენები და მსგავსი ელექტრონული მოწყობილობები.... ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემა გამიჭირდება... შეიძლება რომელიმემ იმუშაოს რომელიმემ არა ... გააცნია იმ იმპულსური კვების ბლოკებს რაც უყენიათ შიგ აპარატურას, პირადად მე არ გავრისკავდი. გარდა ამისა ზოგიერთი მსგავსი აპარატურა ადვილად კეთდება 110-იდან 220-ზე ზოგი ცოტა რთულად, კიდე ვიმეორებ გააჩნია რა და როგორი იმპულსური კვების წყარო დებს ამა თუ იმ აპარატურაში ....
This post has been edited by procesora on 24 Jan 2023, 19:26