#59764466 · 29 Oct 2022, 11:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენჯერმე დამესიზმრა, თითქოს ბათუმში არნახულად კარგად ვატარებ დროს. უცებ ვიგებთ, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მიემართებიან. სასწრაფოდ ვბრუნდებით შემოვლითი გზებით, აღმაშენებლის ხეივანთან ვმაგრდებით. ცოტანი ვართ, მალევე ვმარცხდებით. დასასრული. კიდევ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ვიღაც მაინც გამოვა და იბრძოლებს. თანამედროვე ცხოვრების კომფორტმა დაგვიმონა და დაგვასუსტა. ხალხი მზად არის საკუთარი მიზერული ყოფის შესანარჩუნებლად უსამართლობა აიტანოს. მთავრობამ ეს კარგად იცის და ეტაპობრივად, მცოცავი ოკუპაციის მსგავსად, ყოველდღე ოდნავ უფრო მეტ უსამართლობას ჩადის. ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უსამართლო იქნება, ოღონდ ოდნავ. აბა ომი გინდათ? აიტანეთ ცოტა მეტი უსამართლობაც. კიდევ ცოტაც.
|