#59760561 · 27 Oct 2022, 16:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ -სიტუაცია არის შემდეგი: შარშან სექტემბერში დავაზღვიე ავტომობილი ,იქამდე სადაზღვევო აგენტმა მითხრა ,რომ მცირე ზარალზე სადაც მესამე პირი არ ფიგურირებდა პატრულის ოქმი საჭირო არიქნებოდა (500ლარამდე ზარალზე). მოკლედ გაფორმდა ერთწლიანი ხელშეკრულება და ვიხდიდი 4თვე ,იქამდე სანამ ნერვები არ დამაგლიჯეს
დეკემბერში მანქანა საპარკინგე ადგილას დამხვდა გახაზული ,გადავუღე მაშინვე სურათები ,არ დავძარი და გავუგზავნე ჩემს აგენტს .მითხრა რომ იყო საჭირო პატრულის ოქმი ზარალის შესაფასებლად .გამახსენდა მაშინვე რომ მსგავს სიტუაციაზე არ უნდა დამჭირვებოდა ,თუმცა როგორც ხდება ხოლმე საქართველოში -ერთს ამბობენ ,მეორეს გაკეთებინებენ .დავრეკე მოკლედ 112ზე და მაშინ ხმაურიანი სასამართლო პროცესები იმართებოდა საქალაქოში და იყო უზარმაზარი საცობი .ისე მოხდა რომ საპატრულო ეკიპაჟმა ვერ მოაღწია ამის გამო ჩემს ეზოში ოქმის შესადგენად და ამდენი ლოდინის მერე პოლიციელმა დამირეკა იქნებ შენ ჩამოხვიდეო ,მე მომიწია მისვლა .ნუ მოკლედ 2 საათი მოვანდომე მისვლას იქამდე .როცა გამზადდა დოკუმენტი 2 დღეში გავუგზავნე ოქმი ვაიბერით სადაზღვევოს . შეფასება მოვიდა არც მეტი არც ნაკლები 25 ლარი (დაცინვა და მეტი არაფერი ,თვეში 70ლარამდე მიწევდა გადახდა ). ეს შეფასება რათქმაუნდა არარეალური იყო და თანხის აღებაზე უარი ვთქვი თან სადაც გაკაწრული იყო ის ადგილი შესაღებიც და ადვილი მისახვედრი არაა რომ არაადექვატური იყო მათი მხრიდან ამ ზარალის ასე შეფასება .
შემომთავაზეს სერვის ცენტრში მიყვანა ,რაზეც დავთანხმდი .დიღმის მასშტაბით სერვის ცენტრი არ ქონდათ და მომიწია გლდანში მიყვანა ,7თვის ფეხმძიმემ დავუტოვე და წამოვედი .როცა მივაკითხე და ჩაბარების აქტზე ხელი მოვაწერე იქ 200 ლარი დაჯდა გაკეთება და მე კი მეათედს მთავაზობდნენ .ამ ყველაფერში ძალიან უაზროდ დამეკარგა დრო ,ვერ ვისარგებლე მანქანით რამდენიმე დღე ,პლუს ძაან გაიწელა სადღაც 2კვირამდე . დავურეკე ბევრჯერ დავაფიქსირე უკმაყოფილება და ჩუმად მისმენდნენ ვერაფერს ამბობდნენ ,ვუთხარი რომ აღარ ვაპირებდი გადახდას .თან როცა არ იხდი თანხას დაზღვევაც იყინება ვერ ისარგებლებ რათქმაუნდა რომ რამე მოხდეს . გულდასაწყვეტი იყო ის ,რომ სულ სხვანაირად წარმოაჩენდა მათი დაზღვევის აგენტი და რეალობა კი სულ სხვა გამოდგა პრაქტიკაში .
დღეს ვიგებ რომ წერილი გამოგზავნეს გაფრთხილების ,სადაც 2 კვირის ვადას მაძლევენ დავალიანების დასაფარად .დანარჩენი თვეების დააჯამეს .აბსურდია ეს ყველაფერი .თან თუ არ დაფარავ სასამართლოში გიჩIვლებთ და აღსრულების წესით ამოვიღებთ თანხასო (200$ია დაახლოებით) მოვალეთა რეესტრშიც გაგაშავებთო ,გაფრთილების წერილი კიარა ფაქტობრივად მემუქრებიან . მოკლედ რეალობაში იქნებ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე ,შეცდომა დავუშვი მათთან რომ საქმე დავიჭირე და ძალიან ვნანობ .ასეთი ცინიკური მიდგომა არსად მიგრძვნია ...
This post has been edited by dancing in the moonlight on 27 Oct 2022, 16:46
|