თუშჩიგლობალური დათბობა შეუქცევადი ჯერ არ არის როგორც ვიცი
უბრალოდ
არაფერი კეთდება იმისთვის რომ შეუქცევადი არ გახდეს!ანუ დროის საკითხია რამდენ წელში გახდება შეუქცევადი რაც აუცილებლად მოხდება
საქართველოს და ერთეულ ადამიანებს ბევრი არაფერი შეუძლიათ
თუმცა ზღვა წვეთობით აივსოო...
თითოეულმა ადამიანმა რომ სცადოს კარგი იქნება
უბრალოდ მილიონი კაციდან მხოლოდ 1 რომ ცდილობს შედეგი შეგიძლიათ გამოთვალოთ რა იქნება
გლობალური დათბობა რომ შევანელოთ ან გავაჩეროთ ისეთი დიდი ქვეყნების კეთილი ნებაა საჭირო როგორიც არის
აშშ
ჩინეთი
რუსეთი...
როგორც ვიცი ამ ქვეყნებზე მოდის ყველაზე დიდი წილი იმ ინდუსტრიული, სამრეწველო, მეცხოველეობის და ა.შ. საქმიანობებისა რაც გლობალურ დათბობას აჩქარებს და ხელს უწყობს
როგორც მახსოვს ევროპის ყველა ქვეყანა ერთად უფრო ნაკლებად სცოდავს ვიდრე ეს სამი ქვეყანა ცალ-ცალკე
და როგორც მახსოვს განვითარებად ქვეყნები როგორიც არიან ინდოეთი და აფრიკის ქვეყნები
რომლების წილიც გლობალურ დათბობაში სწრაფად იზრდება
must see ვუდეო ამ თემაზე
ზღვის დონეს რაც შეეხება ზღვის დონის აწევა ასე უსასრულოდ არ გაგრძელდება
და ის ყინულები და აისბერგები რომლებიც უკვე წყალში ცურავენ რომც გადნენ ზღვის დონეს არ აწევენ
წყალს მეტი სიმკვრივე აქვს ვიდრე ყინულს და ნაკლებ ადგილს იკავებს
ზღვის დონე აიწევს მხოლოდ ხმელეთზე არსებული ყინულის და ძირითადად მყინვარების (Gletscher) დნობის ხარჯზე
და ისევ კითხვაზე ინდივიდუალურად ადამიანებს რა შეგვიძლია?
ალბათ ნაკლები პირადი ავტომობილით სარგებლობა
ნაკლები ფრენები თვითმფრინავით
ნაკლები ძროხის ხორცის ჭამა...
იქნებ გვეშველოს რამე