#59784916 · 5 Nov 2022, 16:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს არის არჩევნების ცოტა განსხვავებული მეთოდი. იმის მაგივრად, რომ ხმა მისცე ერთ კანდიდატს, ხმას აძლევ რამდენიმეს. პირველი არჩევანი - კანდიდატი ა, თუ ეგ არა, მაშინ კანდიდატი ბ, თუ ეგეც არა მაშინ გ, და ა.შ.
მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებში ჯემალს ყველაზე უფრო მოწონს ბოკერიას პარტია, მეორე ადგილზეა ვაშაძე. ნაცმოძი ჯემალს არ მოწონს, მაგრამ ქოცებს ურჩევნია. მაგრამ გარანტირებული არაა, რომ ბოკერია ან ვაშაძე ბარიერს გადალახავენ, ამიტომ ჯემალი ან ნაცებს აძლევს ხმას, ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე. ამით ბოკერას და ვაშაძეს ისედაც მჭლე შანსებს სულ უსპობს.
რენკდ ჩოის არჩევნებში ჯემალს შეეძლება თამამად წავიდეს და პირველ ნომრად ჩაწეროს ბოკერა, მეორედ ვაშაძე და მესამედ ნაცმო. თუ ბოკერიას პარტიამ გადალახა ზღვარი, ჯემალის ხმა წავა ბოკერიასთან და ჯემალი ბედნიერია. თუ ბოკემ ვერ გადალახა, მაგრამ ვაშაძემ გადალახა, წავა ვაშაძესთან და ჯემალი მაინც ბედნიერია. უკიდურეს შემთხვევაში, ნაცები მაინც მიიღებენ ხმას.
იგივე სიტუაციაა მეორე მხარეს, ქოცების და პატარა ანტინაც პარტიების მხრივ.
რას უშველის ეს სიახლე? დღეს გვაქვს ორი მთავარი პარტია დიდი ანტირეიტინგებით, მაგრამ მიუხედავად ანტირეიტინგებისა, სხვა პარტიებს მაინც არ აძლევს ხალხი ხმას. ამის ერთერთი მიზეზი ისაა რაც ზემოთ დავწერე, ხალხს ეშინია, რომ პატარა პარტია ბარიერს ვერ გადალახავს და მისი ხმა დაიკარგება. ამის გამო პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს და მივჩერებივართ ორი პარტიის zero sum game-ს, რითიც ყველა ვზარალდებით.
ხმების დათვლის პროცესი ცოტა გართულდება ამით, მაგრამ ჩემი აზრით პლიუსები უფრო მნიშვნელოვანია, ასე არჩეული პარლამენტი უფრო ზუსტად გამოხატავს ამომრჩევლის აზრს. ჯერ ერთი არავის ხმა არ დაიკარგება, მეორე, ხალხი უფრო თამამად მისცემს ხმას ვინც ყველაზე უფრო მოწონს.
ეს მეთოდი უკვე დანერგილია, მაგალითად ნიუ იორკის მერის ბოლო არჩევნები ამ მეთოდით ჩატარდა.
discuss
|