ნონა მამულაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მამულაშვილი განცხადებაში განმარტავს პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებს და აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობას", მამულაშვილის თქმით, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან, სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას.
“მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და "ნაციონალურ მოძრაობას".
ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.
გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა - საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.
მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.
მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს - მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი",- წერს მამულაშვილი.
მამულაშვილის განცხადებით, უერთდება პლატფორმა "გამზირს", სადაც ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მუშაობენ მასშტაბური, ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებად, რისი მიზანიც, "რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება".
https://www.interpressnews.ge/ka/article/73...nalur-mozraobas„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ნონა მამულაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ დატოვებას გამოეხმაურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ენმ კრიზისშია.
„ნონა გონიერი ადამიანია და შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს იმ პრობლემებს, რომელიც ახლა „ნაცმოძრაობაში“ არსებობს და ასევე ამ პრობლემების გადაწყვეტის რაღაცნაირად გაჭიანურებას, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი. აქედან გამომდინარე, მისი იმედგაცრუება „ნაციონალური მოძრაობით“ ჩემთვის სრულიად გასაგები და ბუნებრივია“ , – განაცხადა ხვიჩიამ.
„გირჩის“ თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაშლასა და, ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე.
„ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, ჩვენ თუ 2022 წელს ყველანი ახალი განწყობით დავიწყებდით, განახლებული პოლიტიკური სპექტრით და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანით. ამ თვალსაზრისით მგონია, რომ ევროპელებსაც შესაძლოა, გაეგოთ ის შეყოვნება, რა პროცესშიც ახლა ჩვენ ვართ. ამიტომ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ განახლდეს ქართული პოლიტიკური კონტექსტი და რაღაცნაირად გამოვიდეთ იმ კონტექსტიდან, რომელიც ერთმანეთთან ბრძოლას უკავშირდება. ბრძოლის შეწყვეტის ბევრი ფორმა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ფორმა არის ის, რომ უბრალოდ ბრძოლას ცალმხრივად წყვეტ, ამბობ, რომ ეს უნდა მორჩეს და ახლა ჩვენ ქვეყნის გამთლიანების გზისკენ უნდა წავიდეთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
https://metronome.ge/story/436559ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი დიდი პატრიოტია და მას პარტიის დატოვება დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.
როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ბოლო ერთი წელი საპარლამენტო საქმიანობას აღარ ეწეოდა.
"ნონას წარმატებას ვუსურვებ. ის ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია. ჩემი გულისტკივილია ყოველთვის ის, რომ ადამიანები პარტიას ტოვებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერიოდში, ხედავთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. რაც შეეხება პარლამენტიდან მის გასვლას, ამას დიდი ხანია ველოდები, რადგან ერთი წლის წინ თქვა ჯერ კიდევ, რომ პარლამენტს ტოვებდა. წარმატებები მას, სადაც არ უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, მისი გადაწყვეტილება იქნება მისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი. ერთი წელია საპარლამენტო საქმიანობის მიმართულებით არ ყოფილა", - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და პარტია დატოვა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/73...lovan-periodshiნონა მამულაშვილი VS ნიკა მელია