გამარჯობათ ფორუმელებო,
მინდა სისტემის აწყობა რომელიც დაახლოებით შემდეგი 5 წელი მეყოფა.
პროცესორი: 6-8 ბირთვი.
მაზერი: მთავარია საქმე აკეთოს. ვიზუალი, განათება, ცეკვა და ყავის მოდუღების ოფციონალი ფასის მიხედვით.
ვიდეო: rx 6800 ან rtx 3080 გააჩნია ფასებს
ოპერები: 16გბ ან მეტი გააჩნია ფასს
კვება: ეს ყველაფერი რო კარგად ამუშაოს.
ქულერი: ჰაერზე.
თუ ფული დამრჩა, მინდა 2k მონიტორი 120Hz+
სსდ-ები ჯერ ჯერობით მაქ.
ფული მექნება დაახლოებით ამ თვის 20-25ში. თუ მაქამდე ყველაფერი შევკარი ხო კაი, თუ არა და შავ პარასკევზე ვცდი ბედს.
საორიენტაციო ბიუჯეტი 4კ ლარი.
თემას დრო და დრო ამოვწევ. ვინმეს თუ გაქვთ რამე კაი ნაწილები ან გექნებათ მაგ დროისთვის (შემდეგ 3 კვირაში) დაპოსტეთ აქ და გავითვალისწინებ შერჩევის დროს ან აქ თუ გერიდებათ მაშინ პმ-ში

რამე რჩევებიც თუ გაქვთ ეგეც კაია

)
This post has been edited by Ryuizback on 7 Nov 2022, 14:24