-რა არის სამშობლო შენთვის???
-სამშობლო არის ჩემნაირი მშივრების ქვეყანა!ალბათ, რამდენი ბაღანაა ჩემსავით მშიერი!აი ეს არის სამშობლო ჩემთვის!''
ადამიანი რომ ხარ როგორ უნდა გაუძლო ასეთი ბავშვების ყურებას. ქვეყანა სავსეა!
არ შეიძლება რამე მოვიფიქროთ? ფულის აგროვება/გადარიცხვა ანუ ერთჯერადი დახმარება არაა გამოსავალი! ეგებ ერთად რამე მოვიფიქროთ , რაც მუდმივ შემოსავალს მისცემდა მათ რომ სხვაზე დამოკიდებული არ იყვნენ.
მაქვს, იდეა, გეგმა, პროექტი რაც გინდათ დაარქვით მაგრამ მარტო ძნელია ამის განხორციელება. მაგ. რას იტყოდით სახელმწიფომ გამოუყოს ასეთ ბავშვებს საწარმო ფართი, სადაც დაამზადებდნენ ტკბილეულს/კენდის. არის დანადგარები რომლებიც სთში 100-150 კილოს აწარმოებს, ანუ, 24/7 დღე/ღამეში 2400კგ! რომელიც წლში სულ მინიმალური გამოთვლით 21-30 მილიონია! მერე ეს საწარმოები მთელს რეგიონებში განთავსდება,ასეთი ბავშვები ხომ მთელი საქართველოს მასშტაბით გვყავს!
არაა ამის განხორციელება ძნელი თუ შევიკვრებით და ერთად ვიმოქმედებთ! ეს რომ გავაკეთოთ აღარ გვეყოლება მშიერი ბავშვები, ისინი თავად გამოიმუშავებენ სარჩოს! ამას 50K მაქსიმუმი $100K დაჭირდეს! შეიძლება ნაკლებითაც დავიწყოთ, მთავარია სივრცე საწარმო ფართი და რამდენიმე ასეთი ბავშვი! სადაც 9 წლის გიორგიმ სულ მარტომ შაქრიანი წყლის(მამალოს) წარმოებით ამხელა საწარმო შექმნა დღეს რომ 10ადამიანს ასაქმებს და ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტებს ამარაგებს (700! მარკეტს ვამარაგებო ამბობს!)
https://bm.ge/ka/article/mamalo-dora---gior...nesi-r/110222/), რატომ ეს ბავშვები ვერ გააკეტებენ იგივეს!
ამისთვის პირველ ეტაპზე საჭიროა ბიზნეს გეგმა შევადგინოთ, აქ ხართ ვიცი ვისაც ეს შეგიძლიათ, მერე დამფინანსებელი ვიპოვოთ, გინდაც აქვე ჩვენს შორის იყოს, ამ ფორუმზე ბიზნეს განყოფილებაში უამრავი პოსტები იდება ხახლს ფული აქვს და სად ჩადონ არ იციან! კარგი ბიზნეს გეგმის გარეშე ხომ არავინ ჩადებს არაფერს გასაგებია, არადა დამფინანსებელი აქ 2მაგად და 3მაგად ამოიღებს ჩადებულს უმოკლეს დროში კარგი გეგმა რომ გვექნება ვინ არ ჩადებს!
ვიფიქროთ ამაზე.
როგორც ვტქვი, პირველ რიგში ამისთვის საჭიროა კარგი ბიზნეს გეგმა, ასევე, საჭიროა ფართი, სახელმწიფო თუ ყურს მოიყრუებს როგორც სჩვევია, არის უამრავი მიტოვებული სახლი ქვეყნის მასშტაბით(ლამის ნახევარი საქარტველო ემიგრანტია და ფბზე მალმალე წამიკიტხავს ეხვეწებიან ოღონდ მათ სახლში ვინმე შევიდეს) ანუ, ბოლო ბოლო ასეც შეგვიძლია დაწყება. უბრალო სახლში დაიწყონ
მთავარია აქ გულიანი ხალხი გამოჩნდეთ და ვიცი რომ ხართ, საქმით თუ არა სიტყვა მაინც შემოგვაწიოთ რა და როგორ გავაკეთოთ, როგორ წავიდეთ წინ! ამ ბავშვებს პატრონი არ ყავთ ეგებ ჩვენ რამენაირად გავერთიანდეთ და რაღაც გავუკეთოთ.
ფული არ არის აქ მთავარი, სიტყვა ზოგჯერ ფულს სჯობს, ერთად მოვიფიქროთ რა შეგვიძლია გავუკეთოთ ამ ბავშვებს, ჩვენ ეს შეგვიძლია. ზოგი ამას იტყვის ზოგი იმას და რაღაც გამოვა, დიახ, ჩვენზეა რას გავაკეთებთ.
21 სში და თან საქართველოში ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ!
ჩვენ ეს შეგვიძლია!

ფორუმი დიდი ძალაა!

გამოვიყენოთ !:yes:
''არ გამოვა'' და მსგავსი უარყოფითი კომენტარები არ იყოს , გეთაყვა, არ გინდათ სიტყვა მაინც შეაწიოთ მოშიმშილე ბავშვებს? მაშინ გაატარეთ.

მადლობა
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)