ჩვენ თვალწინ, აგერ 2000კმ-ში და თითქმის ლაივში დევს რეცეპტი როგორ უნდა დაუპირისპირდე მორდორის არმიას.
მიუხედავად იმისა რომ, უკრაინაში ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს(და) რუსული ეთნიკურობით და მიუხედავად იმისა რომ 25% მაინც უკრაინელებისას რუსეთში ჰყავს პირდაპირი ნათესავი(ძმა, და, დედა, მამა, შვილი) - ტიპებმა ყველაფერი დაიკიდეს და საზოგადოება გაერთიანდა ერთ მუშტად.
რუსეთის მთელი აგენტურა წლების განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში რომ ეს ოპერაცია "ვარდებით ხელში მიგებებით" დასრულებულიყო და უკრაინა 2 დღეში ჩამოქცეულიყო.
ტიპებმა ომი დაიწყო თუ არა, ეგრევე ტრანსფორმაცია განიცადეს და ერთად დადგნენ.
ევროპა არ იყო ამ ომისთვის რეალურად მზად, არც ფიზიკურად, არც მორალურად, არც მენტალურად.
უკრაინას რომ ერთობა არ გამოეჩინა და ჩამოშლილიყო, შანსი არ იყო გარე ძალები ვერ უშველიდნენ. მაქსიმუმ დასავლეთ უკრაინა გადაერჩინათ სრული ოკუპაციისაგან.
სწორედ უკრაინის ერთად დადგომამ გამოიწვია ყველა გეგმის ჩაშლა, სწორედ მათმა ზე-პარტიულმა და მართლა პატრიოტულმა მოქმედებებმა ამოატრიალა მორდორი და მსოფლიო წესრიგი.
1) მეხუთე კოლონა - ნახუიზე გაუშვეს- გაანეიტრალეს
2) შესულ დივერსანტებს - 2 კვირაში დედის რძე არწყევინეს
3) ბაბუებმაც კი ოკუპანტები დაწამლეს
4) კიევის აჩრდილის მსგავსი ლეგენდები შექმნეს
5) ეგრევე საომარ სიტუაციაში გადავიდა ქვეყანა და ამდენთვიანი ომის მიუხედავად, ხალხის გამოკიტხვა რომ მიდის არ ხდება წუწუნი და წკმუტუნი "უიმეეეე დენი არ გვაქვს, წყალი არ გვავქს", "ზელენსკიმ ბიჭები ჩააახოცინა" და ეგეთი სირობები.
ეხლა რატომ ვწერ ამდენს. ჩვენც იგივე რეცეპტი გვაქვს აგერ კართან დევს და საჭიროა მხოლოდ გამოყენება:
1) დღეს თუ ოპოზიცია გადააბიჯებს პირად/პერსონალურ წყენებს და ერთად დადგება (პოროშენკო ხომ დგას ზელიასთან ერთად)
2) დღეს თუ საზოგადოება მოვახერხებთ კონსოლიდაციას
3) დღეს თუ საერთო მიზნისთვის ვიომებთ
1) უომრად დავამარცხებთ მორდორს, იმტიომ რომ დღეს მორდორის დასაყრდენი არის: შიდა განხეთქილება, ქართული ოცნება და მისი სატელიტები
2) ევროპას ეხლა ვჭირდებით, გაზის უალტერნატიო გზა გვაქვს და შანსი გვაქვს შევძვრეთ ისეთ ადგილას, სადაც საუკუნეეებია ვითხოვთ ადგილს (ჯერ კიდევ სულხან საბა დადიოდა ევროპებში თხოვნით გვიშველეთო)
3) შანსი გვაქვს გავხდეთ რეგიონალური მნიშვნელობის პატარა მაგრამ საჭირო ქვეყანა
4) შანსი გვაქვს მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები (არავინ დააბომბინებს თავის გაზის მილებს ღორეთს ან სხვას)
5) შანსი გვაქვს ნაკლიის აშენებით 21-22 საუკუნის "აბრეშუმის გზის რეინკარნაცია" მივიღოთ
6) შანსი გვქვს მშპ გავაორმაგოთ ძალიან მარტივად
7) შანსი გვაქვს სიღარიბიდან ამოვიდეთ და ჩვენი ემიგრანტები დავიბრუნოთ
ამისთვის მხოლოდ 2 რამეა საჭირო:
1) გავერთიანდეთ, დავივიწყოთ რა ხდებოდა 24.02-მდე. მსოფლიო იცვლება აგერ ჩვენ წინ და ჩვენ თამაშგარე ვრჩებით.
2) დროზე გავუშვათ ღორეთუმე მთავრობა ნახუიზე რუსკი კარაბლის მიმართულებით
არ არსებობს დანაშაული იმაზე მეტი ვიდრე სამშობლოს ღალატია, ხოდა დღეს ზუსტად ის არის მოღალატე ვინც საკუთარი პარტიის ინტერესებს ამ მიზანზე წინ აყენებს.
მოვიშოროთ ქოცები და ჩავატაროთ მერე ნორმალური არჩევნები, დაე ყველა პარტიამ მიიღოს თავისი ტრაკით იმდენი ხმა რამდენსაც შესძლებს.
დებილი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი სხვის შეცდომებსა და მაგალითებზე
დაინახავს ევროპა/ამერიკა ჩვენს ერთიანობას?? დაგვეხმარებიან ყველანაირად. იმტომ რომ ვჭირდებით. ისე ვჭირდებით როგორც არასოდეს.
ევროპის/უკრაინის ენერგოუსაფრთხოების კორიდორი ჩვენზე გადის.
რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი:
1) სამივე ქვეყნის გაზი მოდის აზერბაიჯანში
2) აზერბაიჯანიდან გაზის 2 ხაზი შეიძლება არსებობდეს (ყვითელი ხაზი)
ა) სომხეთის გავლით თურქეთი და მერე ევროპა. თუმცა ეს 2 ფაქტორის გამო ამ ეტაპზე უფრო ცუდი გზაა. I) სომხეთ/თურქეთ/აზერების კონფლიქტი II) ასეთ შემთვევაში უკრაინა რჩება თამაშგარე, იაფი გაზის გარეშე და პლუს თურქეთს არ აქვს გაზის შესანახი ინფრასტრუქტურა.
3) ლურჯი ხაზი - ანუ აზერბაიჯანი საქართელო უკრაინა ევროპა
ასეთ შემთხვევაში უფრო მოკლე მანძილია. თუ საქართველოში სტაბილური სიტუაცია იქნება უკრაინაც მოგებული რჩება და ევროპაც ამ ხაზით.
ეს მხოლოდ გაზის და ნავთობის ხაზი. ხოლო ანაკლიით უკვე ჩინურ/ინდური საქონელი გავა ევრპპებში.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.