
ნართების წარმოშობა
ოსური თქმულებების მიხედვით დედამიწაზე პირველად გაჩნდა ვადმერთა ტომი. ვადმერები ძვალმსხვილი, ფიზიკურად ძლიერი რასა ყოფილა. ხეობებში ვერ იმართებოდნენ, მათ სიმძიმეს მიწა ვერ უძლებდა. მათ შემდეგ ღმერთმა დედამიწას კამბადას ტომი მოუვლინა. ეს ხალხი გონებითაც და ძლიერებითაც ვადმერებს გავდნენ, მაგრამ ტანად ძლიერ მომცროები ყოფილან და გასამრავლებლად არ ღირებულან. ამათ მოჰყვა ჰამერები. ესენიც ნამეტანი ზონზროხები გამოდგნენ და ღმერთმა ახლა გვიმირები გააჩინა. არც მათ ივარგეს და ღმერთმა ვაიგები - დევები შექმნა. დევებმაც ვერ გაამართლეს თავიანთი არსებობა და ბოლოს ღმერთმა ნართები მოავლინა დედამიწაზე. სრულყოფილი რასა და სწორედ ნართები გამომდგარან სიცოცხლის, ამ ქვეყნად არსებობის ღირსნი.

ღვთაებები და ღმერთები ოსურ მითოლოგიაში :
ამინონი - საიქიოს მეკარე. იგი მიცვალებულს ეკითხება, რა გაუკეთებია ცოცხალთა ქვეყანაში ავი თუ კარგი და ჩადენილი ცოდვა-მადლის მიხედვით მიუჩენს ადგილს სამოთხეში ან ჯოჯოხეთში
ავსათი (Æфсати) - გარეული რქოსანი ნადირის მფარველი ღვთაება
ბარასტირი (Варастыр) - ბნელეთის მეუფე და საიქიოს განმგებელი, სულეთის შეუზღუდველი მმართველი (ბარ - უფლება, სთირ - დიდი) თქმულებათა მიხედვით ბარასტირს შეუძლია მიცვალებული განსაზღვრულიდ როით შინ დააბრუნოს; ოღონდ იგი მზის ჩასვლამდე უნდა დაბრუნდეს, სანამ ამინონი - საიქიოს მეკარე - კარებს ჩაკეტავს.
გალაგონი - ქართა მბრძანებელი, ქართა მეუფე
დონბედთირი (Донбеттир) - წყალქვეშა სამეფოს მეუფე, ნახევრად კაცი ნახევრად თევზი
ვაცილა (Уацилла) - მოსავლიანობის ღვთაება, იგი იცავდა მოსავალს სეტყვისა და უამინდობისგან
ვასთირჯი - მამაკაცთა და მგზავრთა მფარველი ღვთაება ღმერთან ყველაზე ახლოს მდგომი
თუთირი - მგლების მფარველი ღვთაება
საფა (Сафа). დედაბოძის ღმერთი.
ფელვერა (Фæлвæра). სახელი სავარაუდოდ მიღებულია წმინდა ფლორასა და ლაურას შერწყმით. ცხვრის დამცველი. მას მხოლოდ ერთი თვალი აქვს. ის ხშირად ტუტირის მტერია.
ქურდალეგონი (Курдалæгон). ციური მჭედელი. ნართების ახლო მეგობარი.

ჰუწაუ (ოს.: Хуцау). ღმერთების მთავარი
ჰიუენდონ ალდარი (Хуыæндон Æлдар ). თევზების მეუფე. დიდი ჯადოქარი და სული, რომელიც მიწიერი ქურდის (ალდარი) მსგავსად იქცევა. მისი სახელი ნიშნავს "დინების მეუფეს".
საუბარაგი (Саубараг ან Сау бараджи дзуар, "შავი მხედარი"), სიბნელისა და ქურდების ღმერთი, გაიგივებულია სატანასთან.
ელია - ჭექა ქუხილის ღვთაება
დუაგი - წმინდანი ღვთაება
არფანი - ნართ ურუზმაგის ცხენი. თქმულებების მიხევით არფანი საოცარი ღონითა და სისწრაფით ცნობილი ცხენია. მასთანაა დაკავშირებული ირმის ნახტომის - ცის იკანკლედის ოსური სახელწოდება: არფანი ფად, ე.ი. არფანის ნაკვალევი. ოსური მითოლოგიის მიხედვით არფანი მიწიერი ცხენის წინაპარია, ცხენის ჯილაგი მისგან წარმოიშვა, ისე როგორც ძაღლისა სილამასგან.
(არასრული ჩამონათვალი)

გმირების არასრული ჩამონათვალი:
ვარხაგი
ახსარი
ახსართაგი
ურუზმაგი
სათანა
სოსლანი
სირდონი
ხამიცი
ბათრაძი
აცამაზი











ნართები, ეს საუცხოო ლეგენდარული სამყაროს სახეა, აღდგენილი ისეთი ძლიერი სიმარტივით და პლასტიკური უბრალოებით, რომ იგი ჩვენთვის ახლობელი, გასაგები ხდება და ჩვენ უნებლიე ხარკს ვუხდით მისი შემქნელი ხალხის პოეტურ გენიას.
ვ. აბაევი
This post has been edited by Faun on 23 Nov 2013, 00:00