გამიკვირდა, რომ ვერ ვნახე ფორუმზე ამ სერიალის თემა, ამიტომ გადავწყვიტე, გამეხსნა.

Parks and Recreation გახლავთ ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო სიტკომი. სერიალის გადაღება დაიწყო 2009 წელს და დასრულდა 2015-ში. სულ არის 7 სეზონი, 20 წუთიანი სერიებით. იგი თავისი სტილით ძალიან ჰგავს მეორე უმაგრეს ამერიკულ სერიალს, ოფისს (The Office).
მოქმედება ვითარდება ქალაქ პოუნის (Pawnee) პარკებისა და რეკრეაციული ზონების დეპარტამენტში და გვიჩვენებს ბიუროკრატიაში ჩაბმული მთავარი გმირების მოღვაწეობას. ისინი ქმნიან კომიტეტს, რაღა ამოავსონ ქალაქში არსებული ძალიან დიდი ორმო და მოაწყონ მის ადგილას პარკი.
მეორე სეზონზე ვარ ჯერ-ჯერობით მხოლოდ, ამიტომ მთავარ პერსონაჟებს მხოლოდ გაგაცნობთ ამ სეზონამდე. მერე ემატებიან სხვებიც, მაგრამ ვინ - არც მე ვიცი ჯერ-ჯერობით.
1. ლესლი ნოუპი/Leslie Knope, ასრულებს Amy Poehler, პარკებისა და რეკრეაციული ზონების დეპარტამენტის Deputy Director-ი, ანუ მაღალი თანამდებობა უკავია. ;დ, არის კარიერისტი.

2. რონ სვონსონი/Ron Swanson ასრულებს Nick Offerman, ზემოთაღნიშული დეპარტამენტის თლა უფროსი

, ლესლისგან განსხვავებით ეზიზღება ბიუროკრატია და მუშაობა.

3. ენ პერკინსი/Ann Perkins ასრულებს Rashida Jones, ოფისი თუ გაქვთ ნანახი, ბევრს ეხსომება ეს მსახიობი. ამ სერიალში არის ქალაქის უბრალო მცხოვრები, რომლის სახლის უკანაც დიდი ორმოა, ამიტომ ერთვება დეპარტამენტის კომიტეტში, რათა ეს ორმო გადაიქცეს დასასვენებელ ადგილად. ასევე არის ლესლის საუკეთესო მეგობარი.

4. ენდი დუაიერი/Andy Dwyer ასრულებს Chris Pratt, ენის ყოფილი ბოიფრენდი.

5. ტომ ჰევერფორდი/Tom Haverford ასრულებს Aziz Ansari, არასდროს იწუხებს მუშაობით თავს, მუდამ ცდილობს გოგოების შებმას, თუმცა უშედეგოდ :დ

6. მარკ ბრენდანავიცი/Mark Brendanawicz ასრულებს Paul Schneider, არის ქალაქის დამგეგმარებელი. ტომისგან განსხვავებით ქალებთან ურთიერთობას ადვილად ახერხებს.

7. ეიპრილ ლადგეიტი/April Ludgate ასრულებს Aubrey Plaza, დეპარტამენტში მომუშავე სტაჟიორი, რომელსაც სძულს ხალხი, არის მუდამ უხასიათოდ.

მოკლედ, დამიჯერეთ მართლა ძალიან მაგარი სერიალია, ასეთი სტილის სიტკომების მოყვარულებისთვის მისწრებაა, ამიტომ დაიწყეთ ახლავე.
კარგად თუ დააკვირდები პირველ ვიდეოში კომენტატორი ამბობს ტვლიპოზი ტუტი კოზასე პაპარაპუპი. (c) gege84
თალია რა არის ? (c) ათუკა
Deutschland
- გალში 28 წლის გოგო მოუკლიათ
დავიდ ვილია
- მოუკლავთ