https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/27657-sanqtsiebi-ivanishvils-rezolutsias-epp-didi-albbtoa it-khmata-umravlesobit-d?fbclid=IwAR1qq_MVfeOo5Ph1j1AUOzfWX2enoi3LnbTSFsZTtQGn0v2abSoZPoACVV0://https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/p...0v2abSoZPoACVV0დროის ათვლა დაწყებულია - ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ასამბლეა ლისაბონში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. სახალხო პარტია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. სამიტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" ესწრება.
რეზოლუცია, რომელიც კანონად უნდა იქცეს, რამენიმე საათში დამტკიცდება. ევროპის სახალხო პარტიიის რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ,ქართული ოცნების" დამფუძნებელს ქვეყნისთვის გამანადგურებელი როლი აქვს: ეწევა ევროინტეგრაციის საბოტაჟს და სახელმწიფო ინსტიტუტებსს იტაცებს.
თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ რეზოლუცია ივანიშვილისთვის სასიხარულო ნამდვილად არ იქნება.
ნამდვილად რომ არ იქნება ივანიშვილის და მისი ოლიგარქიული რეჟიმისთვის სასიამოვნო რეზოლუცია, ეს ზუსტად ვიცით. ყველაზე დიდი ევროული პარტია, პრემიერ-მინისტრები და ევრომისიის ხელმძღვანელები არიან სამ პარტიის წარმომადგენლები და არ ვიცი, რატომ აქვთ იმის ილუზია, რომ EPP-თან დაპირისპირებით თუ მისი აგდებულად მოხსენებით ან თვითონ რამეს მიაღწევენ პერონალურად მათთვის, - ამბობს გიორგი ბარამიძე.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ EPP "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენას ცდილობს, რადგან პარტია მძიმე მდგომარეობაშია. მათივე თქმით, რეზოლუცია აზრზ მოკლებულია, რადგან EPP ევროპულ მომავალს ებრძვის.
ასეთი ტიპის თავდასხმებით ისიი ცდილობენ რაღაცნაირად მხარდაწერა გამოუცხადონ და უკეთესი პირობები შეუქმნან „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში. ეს არის, ჩემი აზრით, არც თუ კეთილსინდისიერი გაადწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორების მხრიდან, რომ ეს არის ხალხი, რომლებიც ცდილობენ ამ ალიანსის ფარგლებშიც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპი სახალხო პარტია“, რომ რაღაცნაირად ხელი შეეშალოს საქართველოს ევროპულ წინსვლას, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
რეზოლუციას EPP, დიდი ალბათობით, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებს.
რაარის ეპპ ვინმემ ახსენით
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოდ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
---------
მე მთელი ჩემი ცხოვრება შევალიე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას.