ჩემო საყვარელო ჭყვლიპინცი და ბოდიბილდერცი, ჩემი ამბავი ალბატ გახსოვთ, გულიგახეთქილი დიეტებს რომ ვეძებდი, დასასვენებლად მივდივარ, ცემი ექს ბი იქნება იქ თავის გოგოსთან და მიშველეთ მეთქი
ხო და ეს იმ თემის გაგრძელება
ნაწილი 2
დაიწყო დასასვენებლად მზადება და შევქმენით ჯგუფი სადაც ინფორმაცია უნდა გაგვეზიარებინა,
პირველ რიგში რა თქმა უნდა ერთმანეთი მოვიკითხეთ, მათ შორის ჩემმა ექს ბომ და მე...
რაღაც დეტალებში ვერ გავერკვიე და პრივატში მივწერე, თანაც ბოდიში მოვუხადე მის მოკითხვებს რომ ვერ ვპასუხობდი მთელი ამ დროის მანძილზე...
შემდეგ დამირეკა კიდეც და ვისაუბრეთ...
>>>
...მე ადრე ჩავედი, ისინი გვიან
და რომ დამირეკეს, მანქანით ვართ და ჩემოდანს წავიღებთო დანიშნულების ადგილამდეო, გამიხარდა
ჩავირბინე ჩემი ჩემოდნით და პირველი ის შემეფეთა, შემდეგ დანარჩენები... როგორ ხარ მეთქი ერთი კი მივაგებე და ატყდა წივილ კივილი, გოგოები ყოფილან მანქანაში დამალული
ამ წივილ კივილისას რაღაც უცნაურად შემეფეთა მისი მზერა, რომ დავამთავრეთ ისევ მიყურებდა, თავი უხერხულად ვიგრძენი და უი ახალი ტატუები გქონია-თქო შევიცხადე - ეს ისე სიტყვის მასალად...
ნუ დავიშალეთ და მეც თავს დავაჯერე რომ რაღაც მომეჩვენა და დავიკიდე.
საღამოს რა თქმა უნდა ყველა შევიკრიბეთ, გავიცანი მისი მეგობარი გოგოც,იყო აურზაური და დიდი ამბავი და ასე ყოველ დღე ფაქტიურად.
ყველა ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა.
(გოგოებმა პირადულზე კურკურიც მოვასწარით და გავამხილე რომ ვიღაც მომწონდა)
... უკვე გვიანი საღამო იყო, მე სახლში გადავწყვიტე წამოსვლა სანაპიროდან , დანარჩენები დარჩნენ რა თქმა უნდა დასალევად.
მოვაფრატუნებდი ჩემს შლოპანცებს და ფიქრებში ვიყავი ჩემს ახალ ბიჭზე გართული, მხარზე შეხება რომ ვიგრძენი, მოვიხედე და ის იყო..
არ მიკითხავს თავადაც დაღლილი იყო და მიტომ წამოვიდა თუ ჩემს გამო... ლაპარაკს შევყევით რაღაც საზოგადო თემებზე და მე ჩემს ფიქრებში წასულს, ვერ შევამჩნიე როგორ აღმოვჩნდით ქუჩაში სკრიპაჩების წინ, რაღაც სევდიან მუსიკას უკრავდნენ, ხალხი უსმენდა ...
მეტქი პიზდეეც, ეხლა ეს მუსიკაღა აკლდა თქო ცემს ბედნიერებას... წელზე ხელის შეხება ვიგრძენი...
რა რომანტიულია და რა ბედნის ირონიაა, არაო- მკითხა,
ბედნის ირონია რატომ მეთქი?
ხმა არ ამოიღო...
წამოვედით,
ყველაფერი უკვე თითქმის გასაგები იყო ჩემთვის, წინ მძიმე საღამო მელოდა.
ასეც მოხდა, შეკითხვები არ დაუსვამს, თავად უფრო აწუხებდა მოსაყოლი, მეც მოვუსმინე... და ვცდილობდი დამეჯრერებინა მისთვის რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა, რადგან ცხოვრებასი ყველაფერი ქონდა, სამსახური , სახლი, მეგობარი გოგო და ა.შ.
ვიცოდი,რომ მან იცოდა, მე მესმოდა მისი, მაგრამ ჯიუტად არ ვგებულობდი...
...
დღემდე სულ სხვა კონტექსტში განვიხილავდი ამ თემას, სარლიცინოდ და საღადაოდ
მაგრამ წეღან რომ დავჯექი და პოსტის წერა დავიწყე სულ სხვა შეგრძნებები დამეუფლა, სხვა ფიქრები, სხვა აზრები...და შესაბამისად თემამაც რაკურსი შეიცვალა...
ხო და ამიტ იმისი ტქმა მინდა, რომ კონდიცოინერი და ავოკადო კი არა, სიყვარული დაარიგეთ ცხოვრებაში!
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!
ყველას, ყველას გისურვებთ გეპოვოთ და განგეცადოთ დიდი სიყვარული !
პ.ს. 1 კილოც არ დამიკლია წონაში დღემდე