არსებული პარტიებიდან ყველაზე უფრო ეს მომწონს.
- ქოცები და მათთან გათანაბრებული პარტიები ბიძინას არათანაბარი და არალეგალური გავლენის გამო არ მომეწონება (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ), როგორ შეიძლება ზარქუას, ბოჟაძეს და მე ერთი პარტია მოგვწონდეს? გამორიცხულია.
- ნაცების პარტია დღეს ძალიან დასუსტებულია, მიშა ციხეშია და მათი ძირითადი მიზანი მათი ლიდერის გათავისუფლებაა. მოკლედ რომ ვთქვათ მიშას გარეშე ამ პარტიის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. პარტიის სახეებიც არ მომწონს. კირკიტაძე, ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი, ნაყოფია...
- იაგოგირჩელები არ მომწონს უკიდეგანო ბოდვების გამო (თუმცა ბევრ "ბოდვაში" ვეთანხმები კიდეც

)
- ვერც ზურაგირჩით ვიხიბლები, თუმცა აქაც მომწონს ბევრი რამე.
- ლელო არ მომწონს რადგან ხაზარაძეს და მის გუნდს ძალიან ცუდი პოლიტიკური ალღო აქვთ
- გახარიას პარტია არ მომწონს რადგან პირში წყალი ჩაიგუბეს და ბიძინაზე ცუდს ვერ დააცდენინებ არადა ინსაიდერული ინფორმაციებით ქოცებისთის დიდი ზიანის მიყენება შეიძლებოდა. (ვერ გამოდგა გოგაშვილივით "ისპალნიწელი")
- ალოკე, ვაშაძე, და სხვა პატარ-პატარა პარტიები არ მხიბლავს მათი გაუთავებელი და დაუსრულებელი გაერთიანება გამოერთიანების გამო.
- შალიკო ლეიბორისტია და მემარცხენეები არ მევასება
ახლა რა არ მომწონს ევროპულ საქართველოში:
- თამარ ჩერგოლეიშვილი ძალიან ხისტია და კამათში სრულიად უცნობ ადამიანებიც გაულანძღია უშვერად. (არ მომწონს ასეთი კატეგორიულობა)
- გიგა ბოკერია ძალიან დემონიზებულია და ძალზე ძნელი იქნება მისი დადებით ფიგურად წარმოჩენა.
- ამომრჩევლების რაოდენობის მომატებას წლები მოუნდებიან.
თუმცა მათი თანმიმდევრულობა, პოლიტიკური ვექტორი (მეც მანდ ვარ), პრინციპულობა მომწონს.