SPLIYVIპირველი მეფეთა
12 პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ ფურები. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ზმუოდნენ, არც მარჯვნივ გადაუხვევიათ, არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები მისდევდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე.
13 ბეთ-შემეში ამ დროს პურს მკიდა ველზე. გაიხედგნ და დაინახეს კიდობანი, და გაუხარდათ დანახვა.
14 ბეთ-შემეშელ იესოს ყანაში შევიდა ურემი და იქ გაჩერდა. დიდი ქვა იდო იქ. ურმის ხეები დაჩეხეს, ფურები კი აღსავლენ მსხვერპლად აღუვლინეს უფალს.
15 ლევიანებმა გადმოიღეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს ნივთებით და იმ დიდ ქვაზე დადეს. ბეთ-შემეშელებმა კი აღსავლენი აღავლინეს და საკლავი დაუკლეს უფალს იმ დღეს.
16 ეს რომ დაინახეს, იმავე დღეს გაბრუნდა ყეკრონს ფილისტიმელთა ხუთი მთავარი. 16 და ხუთნივე იგი მთავარნი უცხოთესლნი ხედვიდეს და წარვიდეს ასკალონად.
17 აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდელ მსხვერპლად. ერთი აშდოდისთვის იყო, ერთი - ასკალონისთვას, ერთი გათისთვის, ერთიც ყეკრონისთვის.
18 იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვის მიხედვით, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს - ციხე-სიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე. რაც შეეხება დიდ ქვას, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, ის დღემდე ბეთმემეშელი იესოს ყანაში იმყოფება.
19 მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/