1320 - კაციანი დასახლება ქალაქია და მერი ჭირდება? საქართველოში ყველაფერი რო სირულადაა მოწყობილი. ჩვეულებრივი დაბაა.
აიპები აქვს, საკრებულო, 2 შპს - ც აქვს, თავის დირექტორებით
მაგალითად შპს "საჭე ცაგერი" ვიღაც ბაბუაა დირექტორი, ტენდერებიც აქვთ, ძირითადად საწვავს ხმარობენ, ახლომახლო სოფლებიდან ამ "ქალაქში" ხალხი დაყავთ უფასოდ.
სამაგიეროდ ფასიანია ქუთაისში ჩასვლა

საინტერესოა რატო?
მაინც მე ვარჩენ და ჩაიყვანონ მანდაც უფასოდ!
დასაქმებულების ვინაობა - ალალად აქვთ გამოქვეყნებული. (უეჭველი რაღაც კანონი ავალდებულებს)
მაგალითად
II სტრუქტურული ერთეულის -საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
რა სერიოზული პიარ სამსახურია თავისი სპეციალისტების კატეგორიებით

კიდე უამრავი განყოფილებებია, მარტო შესყიდვებში 4 კაცია

1 უფროსი და 3 სპეციალისტი
კიდე არი სამხედრო აღრიცხვის და მობილიზაციის განყოფილება, ხაზინა, ფინანსები, იურისტები, მარტო შიდა აუდიტში 4 კაცია!
აბა ეგრე კი არაა! აუდირებენ კიდეც ამ რაღაც ღლეობას.
კიდე არი ეგეთი ხელშეკრულება ტიპთან, აწერია "აიტი"
მერს ორი მძღოლი ყავს (აბა ერთი რო ნაბახუსშვებულებაში გავიდეს?)
არი მაგალითად ეგეთი აიპი: "ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერული მეურნების განვითარების ხელშეწყობის ცენტრი"
ა(ა)იპ - საფეხბურთო კლუბი ხვამლი
ა(ა)იპ - ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკა - ეს დასახელება მოიაზრებს რომ სადღაც მეორე ბიბლიოთეკაც არი
არის ფრენბურთის გუნდიც... ცაგერი ცნობილია თავისი ფრენბურთელებით.
არის გენდერული თანასწორობის ააიპ - სადაც ინფო9 - ს ჟურნალისტი დაუსაქმებიათ.
და კიდე ერთი 10-15 უცნაური ააიპ ები
ანუ რო შევაჯამოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ყველა ოჯახიდან ვიღაც ან ვიღაცეები მაინც არის "დარმავოი" მაყუთზე ჩვენს ხარჯზე, საერთოდ არაფერს არ აკეთებს და იკვებება საქართველოს მშრომელების ზურგზე.
ეს ერთი პაწია სოფლუშკა
ახლა წარმოიდგინეთ რამდენი ასეთი უაზრო დასახლებაა მიმობნეული და რამდენ პარაზიტს არჩენთ კიდე და მიხვდებით რატომ ხართ დეპრესიაში და არ გაქვთ მომავალი. ჩალაგდით და აახვიეთ.