მეც მჭირს ხოლმე ხანდახან ალტრუიზმის შეტევები და ყველას დახმარება მინდა . მაგრამ ერთ დღეში ისევ საკუთარი ინტერესების გარდა არაფერი არ მაინტერესებს .
შენთან კითხვა მაქვს... ასეთ ფონდში ფულს რომ რიცხავ სხვას როდესაც ეხმარები მაგ დროს შინაგანად რას გრძნობ . რითაა განპირობებული შენი ალტრუიზმი ? სხვისი კეთილდღეობა რატომ გაინტერესებს . ქუჩაში ბავშვი შიმშილით რომ მოკვდეს (როდესაც მისი გადარჩენა შეგეძლო) შენს თავს გარკვეულ წილად დანმაშავედ თუ გრძნობ ან თვლი თუ არა რომ ერთმანეთის დახმარება ჩვენში ბიოლოგიურადაა ჩადებული და ამიტომ ინსტინქტურად თუ მექანიკურად გვაქვს მიდრეკილება სხვას ვეხმარებოდეთ . თუ უბრალოდ სხვის დახმარებისას საკუთარ თავს უმტკიცებ და გარშემომოფებს რომ რა საყვარელი ვარ და კეთილი , გეზრდება თვითშეფასება , გასაკუთრებული მისიის შემსრულებლად გრძნობ თავს .
თუ ეს ყველაფერი ზედმეტი ვითომ ფილოსოფიაა და ასეთ საუბარს აზრი არ აქვს .
Follow the white rabbit .............