2 იანვარს საქართველოში ოდითგანვე აღინიშნება მისტიური დღესასწაული ''ბედობა'' ანუ ''ბედის დღეს''.
ოდითგანვე არსებობს აზრი, რომ რასაც ამ დღეს დავიბედებთ მთელი წელი ისეთ ძირითად ''პალასაზე'' წავა.
ოჯახები წინასწარ ირჩევდნენ მეკვლეს - ადამიანს, რომელიც მათ სახლს კეთილდღეობასა და წარმატებას მოუტანდა. როგორც წესი, მე გირჩევთ რომ თუ მარტო ცხოვრობთ თქვენთვითონ დააბედოთ საკუთარ სახლებს კარგი განწყობა, ასევე უნდა მოერიდოთ ამ დღეს ''არასასიავნო'' ან ''არასასურველი'' სტუმრის სახლში მობრძანებას.
საუკეთესო ვარიანტია,თუ ამ წარმართობიდანვე მისტიურად დამუხტულ დღეს გაატარებთ საყვარელ ადამიანებთან და სასურველ მდგომარეობით.
უნდა მერიდოთ:რომ არ გაასესხოთ ფული, არ იჩხუბოთ გარეთ და არც ოჯახში.
ეკლესია ძალიან სკეპტიკურად უყურებს ამ დღესასწაულს და აღნიშნავს, რომ ის ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ეთიკას. თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დღის სწორად გატარება ძალიან დადებითად იმოქმედებს მთელი წლის განმავლობაში არსებულ ალბათობის დაუწერელი კანონების მხრიდან დაგეგმილ თამაშებზე და მოულოდნელად გამომხტარ საუკეთესო სიურპრიზებზე.
დავიბედოთ კარგი ბედობა ფორტუნა დეიდასგან,რომელიც თავის ჭკუაზე აბზრიალებს ბედნიერების და სიკეთის ბორბალს
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿