https://www.facebook.com/photo?fbid=2008482...150030657545806
''
"დღეს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, რომელსაც კიდევ პატარა ქრისტიანების ზეიმსაც უწოდებენ - საქვეყნოდ გააჟღერებენ ინფორმაციას, რომ არანაირი "თოვლი ბაბუა" თუ "სანტა კლაუსი" არ არსებობენ. რომ ამ სისულელეთი ბავშვებს წამლავდა და ატყუებდა საპატრიარქო და შავბნელი მართლმადიდებლობა. ბავშვებს აუხსნიან, რომ არც არანაირი საახალწლო საჩუქრები არ ექნებათ და რომ საერთოდ, ეს არის დიდი ცინიზმი და მკრეხელობა - არარსებულ პერსონაჟებს რაღაც "წერილებით" სთხოვდე თოჯინებს და "მეიქაფებს" მაშინ, როცა ქვეყანა უნდა იყოს ტოტალურ გლოვაში, მანამ, სანამ უკრაინაში - ომია, "ციხეში" - სააკაშვილი, ხოლო ხელისუფლებაში - ოცნება.
ჰელოუინის გარდა - ამ ქვეყანაში უნდა გაუქმდეს ყველა რეტროგრადული და თავსმოხვეული "დღესასწაული": არანაირი შობა თუ აღდგომა, მით უმეტეს!!! მაქსიმუმ - პროტესტის ნიშნად, კვერცხები უნდა იღებებოდეს შავ ფერში!!! შავი სამგლოვიარო ლენტებით უნდა იყოს გადახვეული ყველა ქალაქში მორთული მუნიციპალური "ნაძვის ხე"! ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას უნდა მიეცეს დავალება - ე.წ. "საახალწლო ღამეს" დიზელის საწვავი გადაესხას მათ და წაეკიდოს ცეცხლი.
არანაირი "დილა მშვიდობისა" თუ "ღამე მშვიდობისა"! მაქსიმუმ - დილაობით "თავისუფლება მიშას", ხოლო ძილის წინ - "სიკვდილი ოცნებას". საყოველთაო გლოვაში ჩაფლულ ქვეყანაში - იმავე მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში უნდა უყურებდნენ უინტერესოდ, ბოლომდე ჩაწეული ხმით და პროტესტის ნიშნად - გულშემატკივრობდნენ "მოწინააღმდეგეს", იმავე პრინციპით - თამაშობდნენ ტოტალიზატორებზე. არანაირი სიხარული თუ დადებითი ემოცია! ძირს ღიმილი! ძირს ზეიმი! ძირს სიხარული! მხოლოდ ტერორი!!! მხოლოდ ზიზღი!!! მხოლოდ სიძულვილი!!!" - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნაკლების ნახვა
''
This post has been edited by Mako Subladze on 4 Dec 2022, 17:11
მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.