#59907488 · 12 Dec 2022, 11:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყიდება პირველი ქართული ონლაინ კურსების პლათფორმა Studify
პლათფორმა აწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიების და Framework - ების გამოყენებით.(PHP >=7.4, Laravel, MySQL 5, HTML5, CSS3, JavaScript, Bootstrap, JQuery) საიტი სრულიად გამართულია და გაშვებულია, მიბმული აქვს Facebook - გვერდი, აქვს სამართავი პანელი, რაც საშუალებას იძლევა მფლობელმა მართოს და აწარმოოს ბიზნესი მარტივად - პროგრამირების ცოდნის გარეშე.
რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ონლაინ პლათფორმას?
მოგეხსენებათ, რომ ონლაინ სწავლება დღითი დღე უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება საქართველოში, ამის შედეგად ჩვენ შევქმენით ონლაინ სწავლების პლათფორმა, სადაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ჩვენივე პლათფორმის სტუდენტებს და ამით გამოიმუშაოს სოლიდური თანხები.
ასევე მრავალი ადამიანი ცდილობს მიიღოს კონკრეტულ სფეროში კონკრეტული განათლება ან აიმაღლოს კვალიფიკაცია და ეს ყველაფერი მიიღოს ქართული (მშობლიური ენით) - ჩვენი ონლაინ პლათფორმა იძლევა ამ ყველაფრის შესაძლებლობას! შესაძლებლობები
• ტექსტური კურსები განთავსება • ლაივ კლასების ჩატარება • 1-1 გაკვეთილების ჩატარება • ვიდეო კურსების განთავსება
როგორ გამოიმუშავებს პლათფორმა ფულს?
მასწავლებელი (მომხმარებელი) ანთავსებს ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ან რამოდენიმე ვარიანტის კურსს ჩვენს პლათფორმაზე მარტივად, უწერს აღწერას, და ადებს შესაბამის ფასს.
სტუდენტი (მომხმარებელი) ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, არჩევს კურსს და დაინტერესების შემთხვევაში ყიდულობს მას, რათა გაეხსნას სრული კურსი და შეუდგეს სწავლას.
ჩვენი პლათფორმა კი ამ სასარგებლო საქმეში ავტომატურად იტოვებს კურსის პროცენტს! გარდა ამისა არსებობს მონეტიზაციის რამოდენიმე დამატებითი გზა, თქვენი შემოსავლების გასაზრდელად.
რა არის საჭირო ამ ბიზნესის სამართავად?
• Facebook, Instagram - ზე რეკლამირება (თვეში 100-150$ საკმარისია დასაწყებად) • 1 support - ი (სტუდენტების და კონსულტანტების დასახმარებლად, იმ შემთხვევაში თუ მათ რაიმე დახმარება დასჭირდათ, კურსების განთავსების ან კურსების შესყიდვის დროს. • 1 სოციალური ქსელის მენეჯერი (Facebook, Instagram - ზე სარეკლამო პოსტების გამოსაქვეყნებლად და გამომწერებთან ურთიერთობისთვის) თუმცა ეს მარტივი პროცესი შეუძლია აწარმოოს ერთმა ადამიანმა დისტანციურად. პლათფორმის გაყიდვის მიზეზი? დრო!
ნებისმიერი ბიზნესის წამოწყებას და მის მართვას ესაჭიროება დრო და ენერგია, მოულოდნელი მიზეზის გამო გვიწევს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობის დაწყება და მისი მართვა და გადავწყვითეთ ამ მნიშვნელოვანი, მარტივად სამართავი და ყველასთვის სასარგებლო პროექტის გაყიდვა.
ვინც აცნობიერებს ამ პროექტის მნიშვნელობას და ხედავს თუ რამდენად დიდი ფინანსური და ყველასთვის სასარგებლო პოტენციალი გააჩნია ამ გამზადებულ პროექტს დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე! გადმოცემის პროცესი
• დეტალურად აგიხსნით თუ როგორ მოხდება გადმოცემის პროცესი • 1 თვის განმავლობაში გაგიწევთ უფასო კონსულტაციას • აგიხსნით თუ როგორ ხდება სოციალურ ქსელებზე მიბმული ჩვენი პლათფორმის რეკლამირება და მართვა • დაგეხმარებით პლათფორმასთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრაში 2 კვირის განმავლობაში
საიტის ლინკი www.studify.ge ტელ: 558 199600
[B][/B][B]
|