სათაურიდან გასაგებია უკვე ყველაფერი, ამიტომ ბევრი შესავალი არაა საჭირო.. თავმოყრილია ზოგადად დასამახსოვრებელი მომენტები, მათ შორის გოლები, სკანდალები, კონსპირაციები და ეტც..
მას აშე..
XXV. WC 2006.. რუნის და რონალდუს ინციდენტი..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2006-ში კლიფონა ჯერ არ იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი და იდეაში მხოლოდ იწყებდა სვლას.. სამაგიეროდ უკვე თამაშბდა მანჩესტერში და შესაბამისად რუნის გუნდელიც იყო.. ერთ მომენტში, რუნიმ შემთხვევით დააბიჯა ფეხი კარვალიუს.. უცბად მსაჯთან მივარდა რონალდუ და აქტიურად დაიწყო ბარათის მოთხოვნა, რაზეც რუნიმ ხელის კრა დაჟე.. რუნი გააგდეს.. შემდეგ კი რონალდუმ თვალი ჩაუკრა თავის სათადარიგოთა სკამს, წიპა "რუნის მივხედეო".. პენალტების სერიაში კი გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და გაიყვანა პორტუგალია ნახ.ფინალში..
VIDEO XXIV. WC 1990.. კამერუნის სენსაციური 1/4 და როჟე მილას გოლების აღნიშვნა..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს ჩემპიონატი ეგრევე სენსაციით დაიწყო და კამერუნმა პირველივე თამაში მოქმედ ჩემპიონს - არგენტინას 1-0 მოუგო.. შემდეგ პირველ ადგილზეც გავიდა ჯგუფში.. 1/8-ში მოუგო კოლუმბიას დამატებით დროში და პირველად აფრიკული გუნდი გავიდა 1/4-ში.. იქ უკვე ინგლისთან წააგეს მაგრამ მოახერხეს ისტორიაში შესვლა.. და ნუ გვაჩუქეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლის აღნიშNავს როჟე მილას მიერ.. მაგ დროისთვის უკვე 38 წლის იყოVIDEO
XXIII. WC 2002.. რონალდინიოს გოლი ინგლისთან..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გადამწყვეტი გოლი პრინციპში.. და მსოფლიოების ისტორიაში 1-1 დაუვიწყარიVIDEO
XXII. WC 2002.. სენეგალი-საფრანგეთი 1:0 .. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სენსაცია მსოფლიოების სიტორიაში..და სენეგალის ტრიუმფი..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფრანგები კი ზიდანის გარეშე იყვნენ მაგრამ ნუ მაინც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები..სენეგალი საერთოდ პირველად მოხვდა მსოფლიოზე.. ჯგუფიდანაც გავიდა, მერე 1/8-ში გამოაგდო შვედები.. და 1/4-ში უკვე წააგო თურქებთან დამატებითში.. ამ ტრიუფის მერე იასნია ბევრი სენეგელელი დაიყიდა ეგრევე.. ყველაზე გამორჩეული კი დიუფი იყოVIDEO
XXI. WC 1974.. კრუიფი და ფინტი, რომელსაც მისი სახელი დაარქვეს "Cruyff turn"
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველად ფართო მასებმა ეს ფინტი ჰოლანდი-შვედეთის თამაშის დროს ნახეს კრუიფის შესრულებით.. ამიტომაც პრინციპში ამ ფინტს მისი სახელი დაერქვა.. სულ რამდენიმე ფეხბურთელია ისტორიაში ვის სახელსაც ატარებს რამე კონკრეტული ფინტი.. რაც მახსენდება, ბლანკოს ფინტი.. ოკოჩას ფინტი..VIDEO
XX. WC 1998... ინგლისი-არგენტინა.. ბექემის წითელი, ოუენის გოლი და არგების ორიგინალური ჯარიმის გათამაშებო..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დრამატული მატჩი ვაბშე მსოფლიოების ისტორიაში.. ბექემის ფეხის ჩარტყმა სიმეონეზე და წითელი.. ოუენის ვარსკვლავის ანთება და მისი საოცარი გოლი.. არგების გათამაშებული ჯარიმა.. პენალტები.. მოკლედ დრამა..VIDEO
XIX. WC 2022.. მაროკო 2022
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უდავოდ სახსენებელი მოვლენა.. იმის მიუხედავად, რომ ჯერ მაროკოსთვის ჩემპიონატი არ დასრულებულა, მათ უკვე ისტორია დაწერეს.. პირველი აფრიკული და ასევე არაბული გუნდი, რომელიც მსოფლიოების ნახ. ფინალში გავიდა.. ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 გაშვებული გოლით და ისიც ავტოგოლი.. გზად გააგდეს ესპანეთი, პორტუგალია.. გავიდნენ ხორვატია -ბელგიას ჯგუფიდან 1 ადგილით .. ვინ იცის და ფინალიც ითამაშონ..VIDEO
XVIII. WC 1998.. ფინალი.. საფრანგეთი - ბრაზილია.. კონსპირაციული თეორია რონალდოზე და ზიზუს ტრიუმფი..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
არსებობს ბევრი ვერსია, თუ რა დაემართა რონალდოს თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც მან გონებაც კი დაკარგა.. ზოგი ამბობს, რომ წინა ღამეს დიდხანს თამაშობდა კომპიუტერულ თამაშებსო და გადაიწვა.. ზოგი ამბობს, რომ ერთობოდა მთელი ღამეო და გადაიღალა..არის რაციონალური ახსნაც, რომ უბრალოდ 21 წლის იყო და შესაძლოა წნეხს ვერ გაუძლო და ამან იმოქმედა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც.. და არსებობს შეთქმულების თეორიაც, რომ რონალდო მოწამლეს ფრანგებმა.. ფაქტია, ფინალში აჩრდილიც არ იყო საკუთარი თავის.. ხოლო რა მოხდა სინამდვილეში, ხზ.. და რა თქმა უნდა ზიზუს 2 თავური.. წლების მერე ზიზუს მთავარი იარაღი ფინალში კვლავ თავური იქნება .. ასევე ორჯერ.. VIDEO
XVII. WC 1982... შუმახერის და ბატისტონის ეპიზოდი..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მსოფლიო ჩემპების ისტორიაში არ ყოფილა მომენტი ამაზე სასტიკი და ამავდროულად დაუსჯელი.. დაჟე ნოერი-იგუაინის მომენტზე უფრო მძიმე და არასამართლიანი იყო.. 1:1-ზე შუმახერი ისე დაეჯახა ერთი-ერთზე გასულ ბატისტონს, რომ უკანასკნელმა გონებაც კი დაკარგა და გაიყავნეს.. მსაჯმა არ შეიმჩნია და ვაბშე კარიდან დარტყმა დანიშNა.. შემდეგ პენალტებში გერმანიამ მოუგო ფრანგებს.. მარა სამართლიანობა მაინც აღდგა და ფინალში გერმანელებმა იტალიასთან წააგეს 1:3VIDEO
XVI. WC 1994:.. სალენკოს პენტა-ტრიკი..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველად და ჯერ-ჯერობით მსოფლიოების ისტორიაში ფეხბურთელმა გაიტანა 5 გოლი 1 თამაში..VIDEO
XV. WC 2006.. არგენტინა - სერბეთი და მონტენეგრო.. და არგენეტინელების მეორე გოლი..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს გოლი იმით შევიდა ისტორიაში, რომ გაკეთდა ვყელაზე მეტი პასი რაც შემდგომ გოლით დასრულდა.. ჯამში გაკეთდა 26 პასი ისე, რომ მეტოქე ბურთს არ შეხებია.. VIDEO
XIV. WC 1982.. საფრანგეთი - ქუვეითი და შეიხის ძმა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თამაშის ბოლოსკენ, როდესაც ფრანგები 3:1-ს იგებდნენ მაგრამ ასევე ცდილობდნენ ბურთების სხვაობის გაზრდასაც.. თამაშის ბოლოსკენ ვიღაცამ ტრიბუნებიდან დაუსტვინა და ქუვეიტელებმა ჩათვალეს, რომ მსაჯის სასტვენი იყო.. თამაში დასრულდა და გაჩერდნენ.. ფრანგები სხვანაირად ფიქრობდნენ .. გააგრძელეს თამაში და გაიტანეს გოლი.. მსაჯმა ჩათვალა.. მაგრამ უეცრად მოედანზე გამოვარდა ქუვეითის შეიხის ძმა და მივარდა მსაჯთან.. დაუწყო ახსნა,რომ ყველას გვეგონა, რომ დასრულდა თამაშიო .. და ამიტომ გავჩერდითო.. შენ იყო ბოზი, თუ ჩათვალოო.. მსაჯმაც, კაი ბაზარი არააო და გააუქმა გოლი .. თუმცა რამდენიმე წუთში ფრანგებმა მაინც გაუტანეს მეოთხე და 4:1 მოიგეს..VIDEO
XIII. WC 1994... ფინალი.. იტალია-ბრაზილია და ბაჯოს გამაზული პენალტი..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთ-ერთი ვყელაზე იკონიკური მომენტი მსოფლიოების ისტორიაში.. მთელი ჩემპიონატი ბაჯომ ათრია იტალია და ბედის ირონიით ფინალში ბოლო დარტყმა ააცილა.. ბაჯოს დასაცავად შეიძლება ის ითქვას, რომ ბრაზილიას მაინც რჩებოდა კიდევ დარტყმა.. ბაჯო მხოლოდ ათანაბრებდა ანგარიშს..ბოლო სიტყვა ბრაზილიელებზე იყო მაინც.. მაგრამ იტალიელები ფეთქებადი ხასიათის ხალხია, როგოგოვ ვიცით და წაგება ბაჯოს დააბრალეს.. თვითონ ბაჯოც დეპრესიებში იყო მერე.. დღესაც კი ინტერვიუბში საუბრობს, რომ ვერ ვივიწყებ მაგ მომენტს და სულ მეფიქრება და მაგიჟებსო.. მას შემდეგ ბაჯოს სანაკრებო კარიერაც დაღმასვლაზე წავიდა.. 96 ში აღარ გამოიძახეს.. ბოლოს კი 98ში ითამაშა.. და აი მანდ ჰქონდა ქამბექის დადების შანსი, როდესაც ფრანგებთან დამატებით დროში სანტიმეტრებით ააცილა ბურთი კარს.. ეგ იყო მისი ბოლო თამაში იტალიაში.. დიდ ტურნირებზე..
VIDEO XII. WC 1954... ავსტრია-შვეიცარია 7:5..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1/4 ავსტრიამ მოუგო შვეიცარის მაგ ანგარიშით და გუნდებმა დაამყარეს რეკორდი ერთობლივი გოლების რაოდენობით.. არადა თამაშის დამთავრებამდე 19 წუთით ადრე, შვეციარია წინ იყო 3:0 .. მაგრამ შემდეგ ავტრიელები გაგიჟდნენ და 9 წუთში 5 გოლი გაუტანეს.. ამბობენ ამინდმაც დიდი როლი ითამაშაო.. ავსტრიელების მეკარეს თავიდან ჰიპოთერმია დაემართა ვინაიდან +40 გრადუსი იყო.. და ამით ხსნიდნენ შვეიცარიელების 3 სწრაფ გოლს..VIDEO
XI. WC: 1994.. მარადონას დისკვალიფიკაცია..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1-1 ყველაზე დიდი სკანდალი მსოფლიოების ისტორიაში.. აველანჟის პროჭობა, რომელიც მაგ დროს ფიფას პრეზიდენტი იყო.. პროჭობა იმიტომ, რომ მარადონა რეალურად მოატყუეს.. ის პრეპარატი რაც სისხლი უპოვეს და რის გამოც ვერ გაიარა დოპინგ ტესტი თავიდან იყო დაშვებული.. და ყველამ იცოდა, რომ მარადონას ჰქონდა სისხლში ეგ პრეპარატი..საუბარი აფედრინზეა..რომლითაც ის მკურნალობდა ნარკოდამოკიდებულებისგან სუნთქვის პრობლემებს და ასთმას.. მაგრამ ამავე დროს ეფედრინს შეუძ₾ია დადებითად იმოქმედოს ფეხბურთელის გამძლეობაზე.. მოკლედ ძიეგუ დაიბარეს ტესტირებაზე და ეფედრინის აღმოჩენის გამო მოკვეთეს ჩემპიდან.. რა თქმა უნდა ეს იყო აველანჟის მაიმუნობები.. (რამაც კი გამოიღო შედეგი და ბრაზილიამ მსოფლიო მოიგო) არადა არგენტინას იმ დროს ძალიან მაგარი ნაკრები ჰყავდა ისედაც..მარადონას გარეშე.. და სულ თავიდანვე რომ ძიეგუს გარეშე დაეწყოთ, ალბათ უფრო შორსაც წავიდონენ.. კანიჯა, სენსინი, ბატისტუტა, რედონდო, ბალბო, ორტეგა მოკლედ ცუნცები იყვნენ.. უბრალოდ იმდენად შოკი იყო მარადონას დისკვალიფიკაცია, რომ არგენტინელები უბრალოდ დაეცნენ მორალურად.. რედონდო იხსენებდა მერე, რომ 1/8-ში რუმინეთან რომ გამოვარდნენ, ბურთს რომ ვიღებდით ყველანი ვეძებდით ჯერ მარადონასო, რომ პასი მიგვეცა.. მარა ის კი არ იყო მოედანზეო... მოკლედ აველანჟმა პოტენციურად 1-1 ყველაზე სანახაობრივი დაპირისპირება წაგვართვა.. იმ დროს მოქმედი ოქროს ბურთის მფლობელი ბაჯო VS ძიეგუ და ახალგაზრდა არგენტინელების ბანდა..VIDEO
Liberté, égalité, fraternité...