"რეგმედ გეორგია" - რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრი საქართველოში ორი წლის წინ გაიხსნა და პაციენტებს რეგენერაციული აგენტებით მკურნალობას სთავაზობს. ამ კლინიკაზე ტელევიზით ბევრი რეკლამა გავიდა, საზოგადოებამ სწორედ ამ გზით გაიგო ასეთი კლინიკის არსებობა. დაავადებების ჩამონათვალი იმდენად ბევრია და ისეთი იმედისმომცემია ექიმის ინტერვიუები, სულ არ არის გასაკვირი, ამ სიახლით ბევრი ადამიანი რომ დაინტერესდა.
რეგენერაციული ბიოპრეპარატებით მკურნალობის სერვისის უზრუნველმყოფი რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრი უკვე საქართველოშია. კლინიკა რეგმედი ახლახან დაარსდა და უკვე არაერთი პაციენტის ნდობა დაიმსახურა. კლინიკის დამფუძნებელია დოქტორ თენგიზ ტყებუჩავა, რომელსაც მისმა საერთაშორისო გამოცდილებამ, თერაპიის ახალმა მიდგომამ და ტექნოლოგიების გამოგონებებმა გადააწყვეტინეს დაბრუნებულიყო ამერიკიდან სამშობლოში და განევითარებინა მსოფლიო დონის რეგენერაციული ცენტრი. მის მიერ ამერიკაში დაპატენტებული გამოგონებები თერაპიის ახალი ხედვის გათვალისწინებით, სასურველ შედეგებამდე მისვლის საუკეთესო საშუალებას იძლევა", - ვკითხულობთ ამ კლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზე და იქ ისეა აღწერილი ყველაფერი, მართლა ნებისმიერს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, იქ მისვლის სურვილი გაუჩნდება.
მართალია ბატონი თენგიზ ტყებუჩავა ამბობს, რომ მას უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს, თუმცა ჩვენამდე უკმაყოფილო ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვენ და უკვე მიმართეს კიდეც პროკურატურას, პოლიციას, ჯანდაცვას.
პ.ს.ვრცელი სტატიაა და ბოლოში დავდებ ვისაც გაინტერესებს,პაციენტები ისეთ ყვებიან, გული შეგიწუხდება კაცს და ეს ტყებუჩავა იძახის სექტას ვეძახით ამათო და მკურნალობის ფული რომ არ გადაიხადეს ბოლომდე,მაგიტომ გვიჩივიანო.
ვინმეს იქნებ გქონდათ შეხება ამ კლინიკასთან და საინტერესოა ვის რა გამოცდილება გაქვთ და თქვენი აზრით ვინ არის მართალი, კლინიკა თუ პაციენტები?
https://www.ambebi.ge/article/294856-qvelap...tom-kurnaven-e/