https://rmx.news/france/moroccos-world-cup-...T2wT1grhv-cQ668მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს პორტუგალიაზე გამარჯვების შემდეგ ქუჩებში ბრიუსელიდან პარიზამდე უამრავი ადამიანი გამოვიდა, თუმცა, ხალხის ყველაზე დიდი მასა, 20000 ადამიანის ოდენობით, მაინც პარიზში, ელისეის მინდვრებზე შეიკრიბა, რომლებიც გამარჯვებას ზეიმობდნენ და რაც საბოლოოდ, პოლიციასთან ქუჩის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ეგზალტირებული ბრბო, რომელიც აგურებს, ბოთლებსა და ასევე, ფეიერვერკებს ისვრის პოლიციის მიმართულებით, რომელიც თავის მხრივ, იძულებული გახდა, დამცავი აღჭურვილობა ჩაეცვა და გავეშებული მეამბოხეებისთვის წესრიგისკენ უკვე ძალის გამოყენებით მოეწოდებინა. ვიდეოებში დაფიქსირებულია ასევე, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები კანონდამრღვევებს ხელკეტებით და როგორ იყენებენ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს.
გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში 1000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული და საღამოსთვის, პარიზისკენ მიმავალი რამდენიმე მთავარი ქუჩა, საცობის თავიდან აცილების მიზნით, გადაიკეტა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკომ პორტუგალია ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, საღამოს მატჩში კი საფრანგეთმა ინგლისს მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთი და მაროკო დაუპირისპირდებიან. უკვე მომხდარი ძალადობის სცენების გათვალისწინებით, მომავალი საფრანგეთი-მაროკოს თამაში სერიოზულ შიშებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ვითარება სრულიად უმართავი გახდეს, რადგან რაც უფრო ახლოვდება მატჩი, მით მეტად მატულობს გულშემატკივრებს შორის არსებული დაძაბულობა და ვნებათაღელვა.
პარიზის გარდა არეულობები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც მოხდა, მაგალითად, ქალაქ ლილიში მაროკოელი გულშემატკივრები პოლიციას თავს დაესხნენ, ნაგვის ურნები ააყირავეს და სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. ამბოხებულების წინააღმდეგ პოლიციამ შოკური ზემოქმედების ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უარესის ღირსი არიან ევროპელები ამდენ ურჯულოს რომ უშვებენ საცხოვრებლად