პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD): პრემენსტრუალური სინდრომის (PMS) - ის შედარებით გართულებული და მომატებული სიმპტომებით დამძიმებული ფორმა, რომლის დროსაც მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევრიდან, ოვულაციური ფაზის შემდგომ, აღინიშნება ინტენსიური სიმპტომები, როგორიცაა: მარტივად გაღიზიანებადობა, შფოთვები (შფოთვითი აშლილობის არსებობისას შეტევების რაოდენობის, სიძლიერისა და ინტენსივობის მატება), მელანქოლია, დეპრესიული ეპიზოდები, ტკივლი გულმკერდის/მუცლის/კიდურიების მიდამოებში, თავის ტკივილი, მადის გაუკუღმართება (მომატება ან დაკლება), შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილის დარღვევები, გამოფიტულობის შეგრძნება.
ეს განმარტება თითქოს კლასიკურია და ძალიან ჰგავს კლასიკურ PMS-ს, თუმცა თუკი ვინმეს გამოგიცდიათ და შეხება გქონიათ აღნიშნულ სინდრომთან, დამეთანხმებით, რომ შეგრძნებებიც და მკურნალობის გზებიც განსხვავებულია და ამიტომ, ჩავშალოთ ეს თემა და იქნებ გავუზიაროთ გამოცდილებები, შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ტანჯვა