გრიპის სიმპტომები გამოვლინდა | რა ვიცით ახალ ვირუსზე
გამოქვეყნდა: დღეს, 01:07
უცხოური მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში კატარიდან დაბრუნებულ 3 ადამიანს აქლემის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ აქლემის გრიპის შემთხვევების რაოდენობამ უახლოეს მომავალში შეიძლება მოიმატოს.
მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის ექსპერტები თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებიან, ახალი ვირუსის შესახებ აფრთხილებენ.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიო მასშტაბით, "აქლემის გრიპის" 2 600-მდე მეტი შემთხვევაა ლაბორატიურლად აღწერილი, საიდანაც 935 ადამიანი დაიღუპა.
აქლემის გრიპი რესპირატორული დაავადებაა, მისი სიმპტომები ძალიან ჰგავს COVID 19-ს თუმცა, როგორც ჯანმოში აცხადებენ, "აქლემის გრიპი" კორონავირუსთან შედარებით სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.
დაავადების სიმპტომებია: ცხელება, ხველა, პნევმონია, დიარეა, ჰაერის უკმრისოდა, ღებინება. სიმპტომები კონტაქტიდან 5-6 დღის შემდეგ ვლინდება, მაგრამ შეიძლება მერყეობდეს 2-იდან 14 დღემდე.
ცნობისთვის, დაავადება პირველად 2012 წელს საუდის არაბეთში აღმოაჩინეს, საიდანაც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ინფექციის პირველ წყაროდ აქლემები ითვლებიან.
https://mtavari.tv/news/106911-britanetshi-...mebi-gamovlinda This post has been edited by kande1995 on 16 Dec 2022, 11:32