#59934480 · 20 Dec 2022, 20:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯერ სადა ხართ.
ეს არის სწორედ იმ იდეოლოგიის შედეგი რასაც "განვითარებადი ქვეყანა" ქვია.
ჯერ შევარდნაძემ შემოაპარა ეს იდეოლოგია, მერე ნაცებმა გააგრძელეს, მერე ქოცებმა.
იდეოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება, ხალხის უდიდესი ნაწილი მაინც სიღარიბეში იცხოვრებს, მაგრამ უნდა შეიქმნას ფენა 1-2 პროცენტი ძალიან მდიდარი ხალხის, 5-10 პროცენტი -მდიდარი.
ეს ხალხი არის ამ იდეოლოგიის დასაყრდენი, მათ უნდა დაიცვან ეს პოლიტიკა.
ეს ხალხი შედარებით შეძლებულია, მათ უნდა შექმნან ქვეყანაში კეთილდღეობის ილუზია, რომ აი ვიღაცა ხო ცხოვრობს კარგად, ესე იგი შენც შეგიძლია. მათ აქვთ მეტი ხმა მედიაში, სოციალურ ქსელებში. ისინი ქმნიან ვითომ "განვითარების" ფონს.
ამ იდეოლოგიის მთავარი ინდიკატორები არის სამი რამ:
"დაბალი გადასახადები" "ინფრასტრუქტურული პროექტები" "უცხოური ინვესტიციები"
დაბალი გადასახადები უზრუნველყოფს სწორედ ამ პევილიგებული ფენის უკეთეს ცხოვრებას. ინფრასტრუქტურული პროექტები არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, არავითარი საერთო საბაზრო ეკონომიკასთან, კონკურენციასთან მას არა აქვს. უცხოელი ინვესტორი მთავარი დაბოლება ხალხისთვის რომ რაღაცის იმედი მაინც ქონდეთ.
|