#59936704 · 21 Dec 2022, 15:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ 2008 წელს რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ფაქტობრივი მდგომარეობა იურიდიულად გაეფორმებინა.
მოეწყო ეთნიკური წმენდა სამაჩაბლოს სოფლების და გაეწმინდა ქართული მოსახლეობისგან.
მოაწყო მაშტაბური წვრთნები, გაიყვანა ცხივნალის ოსი მოსახლეობა ქალაქიდან და დაიწყო ქართული სოფლების დაბომვა.
საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამის აღკვეთა და დაიწყო ფართო მაშტაბიანი ოპერაცია.... ეს იყო პრე ისტორია. ამის მერე რაც მოხდა ვიცით ყველამ, რუსებმა მოახდინეს ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. და აღიარება მათი სტატუსის.
ომის შემდეგ პერიოდში დაიდო დოკუმენტი, სადაც ქართული მხარე აღიარებს, რომ ქართული სოფლების დაბომბვას ფართომაშტაბიანი ოპერაციით უპასუხა. რაც იმ დოკუმენტში მიჩნეულია არაპროპორციულ პასუხად. ამასთან იმავე დოკუმენტში რუსეთის მიმართ წაყენებულია უამრავი ჩვენთვის სასარგებლო მოთხოვნა. საბოლოო ჯამში ჩვენთვის სასარგებლო დოკუმენტი დაიდო. რომელსაც რუსეთი არ ასრულებს.
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, იმის ნაცვლად ითხოვნდეს ამ დოკუმენტიდად ჩვენთვის სასარგებლო პუნქტების შესრულებას, ამოარჩია რუსებისთვის ყველაზე სასარგებლო ნაწილი, გაუკეთა ინტერპრეტაცია თითქოს საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებას აღიარებს და გაჩაღებული აქვს რუსებისთვის სასარგებლო პროპაგანდა. მხოლოდ ამ მცირე ნაწილზე აპელირებით და პიარით.
ამავ დრულად მეორეს რასაც აპიარებენ, რუსებმა კი არ მოახდინეს თითქოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება, არამედ ჩვენმა ხელისუფლებამ ანუ საქართველომ ჩააბარა ის ტერიტორიები რუსეთს.
ასევე პრობლემა აქვთ სამ დღიან ომზე. კოდორზე. იმაზე თუ რატომ ბოლომდე არ დაუდგა ქართული ჯარი რუსეთის არმიას.
ხოდა ესეთი კითხვა მიჩნდება, ეს გულანთებული ქოცები, სად იყვნენ მაშინ? სად ითხოვდნენ კოდორის დასაცავად გაგზავნას? სად ითხოვნდნენ რუსულ ჯართან ბრძოლას? ეხლა რომ მობილიზდებიან ხოლმე, ცოცხებით, სად იყვნენ მაშინ შეკრებილები და სად ელოდებოდნენ ომში წასლვას და სამშობლოს დაცვას?
|