ართვინის არტანუჯის რაიონში, გევჰერნიკის ციხესიმაგრეში, 2021 წლიდან მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს მეფე აშოტ დიდს ეკუთვნის. აღმოჩენილია ასევე სასადილო ნაგებობა, ცისტერნები, ბიზანტიური მონეტები და კერამიკული ფრაგმენტები. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ არქეოლოგიურმა ჯგუფმა, რომელსაც არქეოლოგი ოსმან აიტეკინი ხელმძღვანელობს, მიმდინარე წელს სამუშაოები ციხესიმაგრეში არსებულ პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოა
თურქული არქეოლოგიური ვებგვერდის, arkeolojikhaber-ის შეფასებით, მრავალშრიანი შუა საუკუნეების კულტურული არტეფაქტები კიდევ ერთხელ ავლენს ციხის, როგორც სამხედრო და ადმინისტრაციული ცენტრის, სტრატეგიულ მნიშვნელობას. კვლევებმა დაადგინა, რომ მმართველი კლასი და მათი ოჯახები შიდა ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ, ხოლო ვაჭრები და მდიდარი პირები - გალავანშემორტყმულ ქალაქში
ოსმან აიტეკინის განცხადებით, გათხრების ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა აშოტ დიდის სამარხია, რომელიც ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო ფიგურა იყო. აიტეკინის თქმით, „ქართლის ცხოვრებაში“ არსებულ ინფორმაციაზე დაფუძნებულმა კვლევამ ეკლესიის აფსიდის ქვეშ 2 მეტრი სიგრძისა და 1,8 მეტრი სიგანის თაღოვანი სამარხი აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ კამერაში არც სხეულის და არც ძვლების ნაშთები არ აღმოჩნდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აშოტ დიდის სამარხის ადგილმდებარეობის შესახებ სამეცნიერო კვლევებში. როგორც arkeolojikhaber წერს, გათხრების დასრულების შემდეგ, მიზანია, გევჰერნიკის ციხე არა მხოლოდ არქეოლოგიურ ძეგლად, არამედ ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობადაც იქცეს

ამ გევჰერნიკის ციხეს ქართულად რა ქვია?