თლა გაუნათლებლობაც არ ვარგა!
ჩემი გამოცდილებით გეტყვით როგორც 17 წლის ასაკში, საზოგადოებამ და ქართულმა ტრადიციებმა გამომიყვანა ცხოვრების გზაზე.
მაგ დროს ვთვლიდი რომ სექსუალური განგსტერობა იყო კარგი და მხოლოდ რჩეულთა ხვედრი!

პრეზერვატივი არა ხლე!

გაამდიდრე კოლექცია!

სექსი ყველგან -ქუჩაში, პადიეზდში, თვითმფრინავში და ა.შ.

სექსი მსუქანთან, გამხდართან, ბალერინასთან, ბუღალტერთან, ქიმიის მასწავლებელთან, ფინელთან, ვიეტნამელთან, ესტონელთან და ა.შ.
იმ პერიოდში სრულიად შემთხვევით, ასტრახანის მობანძო სასტუმროში გავიცანი ერთი ტიპი... საღამოს ჟამი იდგა. მაგიდის გარშემო ვისხედით 5-6 შემთხვევით გზაგადაკვეთილი პერსონაჟი სსრკს სხვადასხვა კუთხიდან. ნომერში გამხმარი თევზის, შარდის და კიდევ მრავალი კომპონენტის ცოტა წებოვანი და ცოტაც მათრობელა სუნი იდგა. სხვათაშორის ეს ის სასტუმროა რომელშიც რევოლუციამდე პუბლიჩნი დომ, იგივე დომ წერპენია იყო. კიდევ არ დამავიწყდეს! - მაგიდის თავზე, დაწნულ სადენზე ჩამოკონწიალებილი ნათურა თბილ ყვითელ ფერში გვინათებდა არყის ბოთლს, მალენკოვის ჭიქებს და მუყაოს მომცრო კოლოფს გამხმარი კილკებით. პოლიტიკის ჩათვლით ყველაფერზე ვილაპარაკეთ. შენო კაი ტიპი ჩანხარო მითხრეს, მაგრამ ზღვისპირა ქალაქები რომ გაქვთ ყველა ატომური ბომბით არის გასანადგურებელიო! თუ გაითვალისწინებღ რომ საუბარი უკვე ქალებზე იყო გადასული უნდა მიხვდეთ რატომ მოუნდათ ჩვენი ზღვისპირეთის დაბომბვა!

ეს სამი ასაკში შესული ტიპის და ცხოვრებისეული მდიდარი გამოცდილების მქონე კაცის კოლექტიური უმოზაკლუჩენიე იყო. თავიდან რომ ტიპი ვახსენე, ის მათზე ახალგაზრდა იყო და ამ ჩემისამ მამენტ აი რა დაახეთქა; მე ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს და სანამ ცოცხალი ვარ ჩემთვის სხვა ქალი არ არსებობსო! ცოტა ხანი სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ეს ფრაზა იყო სწორედ კულტურული და მორალური ბომბი ჩემს ცნობიერებაში!
მიხვდით რის თქმა მინდა?! როცა ცხოვრება რამეს გასწავლის ჩათვალე რომ ეს უკვე დაგვიანებულია! სკოლამ წერა-კითხვის და არითმეტიკის გარდა ბავშვებს მორალური და სექსუალური ქცევაც უნდა ასწავლოს!
ზემოთ გამომრჩა, ნათურის შნურს ბუზების დასაჭერი, წებვადი ქაღალდის ლენტი ჰქონდა შემოხვეული. ლენტზე კი ბუზების გარდა სხვა მრავალი სახეობის მუმიფიცირებული მწერი განისვენებდა.